კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას საძოვრები დაუბრუნდება

18 აპრილი, 2011

როგორც „ინტერპრესნიუსს“სოფელ ზეღდულეთის მკვიდრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორმა ელგუჯა მანძულაშვილმა განუცხადა, სოფლის მოსახლეობა შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს შეხვდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ მიწის მესაკუთრე ალტერნატიულ მიწის ფართობს მიიღებს, სოფლის მცხოვრებლებს კი საძოვრები საკუთრებაში დარჩებათ.

„დღეს გუბერნატორს შევხვდით 15 ადამიანი, სადაც გადაწყდა, რომ მესაკუთრეს გადაეცემა 30 ჰა მიწის ფართობი, რის სანაცვლოდაც ჩვენ საძოვრები დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ელგუჯა მანძულაშვილმა.

სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა 15 აპრილს საძოვრების გასხვისებას აპროტესტებდა და მიწის დაბრუნებისთვის დახმარებას ითხოვდა. ადგილობრივებსა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივები შეეცადნენ, სოფლის გასხვისებულ საძოვრებზე მეპატრონისთვის მიწის დამუშავების უფლება არ მიეცათ. გლეხების მცდელობა პოლიციამ აღკვეთა. დააკავეს სოფლის მკვიდრი რომან ალაძე, რომელსაც სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის საძოვრები მათ უჩუმრად გაიყიდა. მათივე ცნობით, გარდა საძოვრებისა, რომლის ფართობიც 75 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, გაყიდულია ასევე, 100 ჰექტრამდე სარეზერვო მიწები. ამის შესახებ კი გლეხებმა მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, რაც მათ ამ ტერიტორიებზე საქონლის გაშვება აუკრძალეს.

შემთხვევის ადგილზე „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული პარტიის“ ლიდერები იმყოფებოდნენ. ზეღდულეთი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელია. იქ 400 კომლი ცხოვრობს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები