კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

19 აპრილი, 2011

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, დიპლომატიაში მიღებული ყველა მეთოდითა და საშუალებით , დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო რეფორმაზე მუშაობისას ოპოზიციასთან შეთანხების აუცილებლობაში.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, "შერატონ მეტეხი პალასში", "ქართული აკადემიის" ორგანიზებით, კონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული არჩევნებისთვის" გაიმართა.

ღონისძიებას, არასამთავრობო სექტორთან ერთად, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სპეციალური მიმართვა სტუმრებს "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა თემურ ნანეიშვილმა გააცნო.

მიმართვის ტექსტში არასამთავრობო სექტორი საუბრობს საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის სავალალო შედეგებზე - ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, საკუთრების ხელყოფის, ელიტარული კორუფციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, აცნობიერებს რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ხიფათის შემცველ პერსპექტივას სახელმწიფოს განვითარებისთვის და თანხმდება ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის აუცილებლობაზე, რის შესაძლებლობასაც მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსში ხედავს.

მიმართვის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს ამომრჩევლის აღრიცხვის ობიექტური მექანიზმის შექმნაზე, პოლიციის დეპოლიტიზაციაზე, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების გამორიცხვაზე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების სურვილი, გაწელოს დრო იმ მომენტამდე, როდესაც თანხმობის შემთხვევაშიც კი ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელი იქნება, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა და სამოქალაქო დაპირისპირების სტიმულირება.

სწორედ ძალაუფლების უზურპაციის უპერსპექტივობაში ხელისუფლების დარწმუნებას სთხოვს სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობას.

როგორც მიმართვის ტექსტშია აღნიშნული, ქართული არასამთავრობო სექტორი მათ მოუწოდებს, გასაგებად და საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოზიცია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სიტყვის თავისუფლების, ელიტარული კორუფციის, შერჩევითი სამართლის და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, როგორც ეს გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა და აშშ-ს ელჩის, ჯონ ბასის კომენტარში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები