კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჰილარი კლინტონის განცხადება უპრეცედენტო მხარდაჭერაა“

20 აპრილი, 2011

გზავნილი ბერლინიდან. განცხადების ავტორი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილად დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში“, – განაცხადა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბერლინში საქართველოს და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ქართულმა ოპოზიციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, „ოპოზიციური რვიანის“ მიერ წამოწყებული პროცესის უპრეცედენტო მხარდაჭერად შეაფასა.

კლინტონის განცხადებას „ეროვნული საბჭოს“ ლიდერები კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური გამოეხმაურნენ. დავითაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, კვლავ მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. მისი თქმით, ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპრომისისკენ, როცა მაჟორიტარული სისტემა დათმო და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა - ბიომეტრიული სიების საკითხში.

„ამ პროცესს აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ეს ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს წარმატებული მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა მან. ძიძიგურის თქმით, კლინტონის განცხადებაში აღნიშნულია 2012-2013 წლებში ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაბარების შესახებ, რაც მისი შეფასებით, „არ არის იოლად ნათქვამი“.

ძიძიგურმა, დიპლომატიური მხარდაჭერის პარალელურად, პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საარჩევნო რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

palitratv.ge

ახალი ამბები