კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერიის „ნაციონალური“ არითმეტიკა

21 აპრილი, 2011
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის მერიამ „პიაცა“ შვიდი მილიონი ლარით ნაკლებად გაყიდა, ვიდრე მის აშენებაში დაიხარჯა. როგორც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აუხსნეს - ბიუჯეტს შევსება სჭირდებოდა.

ოპოზიცია არ გამორიცხავს კომპანიის უკან ხელისუფლების წარმომადგენლის ყოფნას. ბათუმის პიაცის ახალი მფლობელი შპს „პიაცა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქე ირაკლი სამხარაძეა.

ძველი ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პიაცას კომპლექსი ბათუმში 2010 წელს აშენდა. 14-სართულიანი, 5 700 კვ. მეტრზე აშენებული პიაცა ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტი იყო. მასში 18 500 000 ლარი დაიხარჯა.

გასულ თვეში მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმის მერიამ 11 მილიონ ლარად შპს „პიაცა ჰოლდინგს“ პირობიანი აუქციონით მიყიდა. აუქციონზე „პიაცა“ 10 900 000 ლარად იყო გატანილი. კომპანია „პიაცა ჰოლდინგმა“ 100 000 ლარით მეტი გადაიხადა და პიაცას 3 700 კვ. მეტრი ფართი შეიძინა.

„იქ კიდევ არის დარჩენილი 2 000 კვ. მეტრი ფართი, რომელიც არ გაყიდულა. პიაცას მოედანი თვითმმართველობის საკუთრებაში დარჩა. გაიყიდა მხოლოდ შენობის ნაწილი. ამას გარდა, თუკი თვითმმართველობა დაგეგმავს ღონისძიებას, მან უნდა დაუთმოს შენობის პირველი სართული“, _ აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოედნის დათმობა პირობის მიხედვით, წელიწადში მხოლოდ სამი ღონისძიებისთვის მოუწევს ახალ მფლობელს. ყველა მნიშვნელოვანი კონცერტი კი გასული წლის შემდეგ სწორედ, პიაცაზე გაიმართა.  

შპს „პიაცა ჰოლდინგ“ 2011 წლის 23 თებერვალს საფუძნდა. ხოლო, ბათუმის მერიის 17 მარტის პირობიან აუქციონში კომპანიის სახელწოდების „სეხნია“ _ ბათუმის პიაცა შეიძინა. „პიაცა ჰოლდინგის“ 100 % წილის მფლობელი და დირექტორი რუსეთის მოქალაქე ირაკლი სამხარაძეა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს.

ბათუმის მერიაში შემძენი კომპანიის თაობაზე ან მის მიერ განხორციელებულ სხვა ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ფლობენ: „რაში მაინტერესებს „პიაცა ჰოლდინგ“ რისი მესაკუთრეა. ადამიანმა იყიდა რაც იყო აუქციონზე გამოტანილი“, - ამბობს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე.

სხვანაირად ფიქრობს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი. რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებულია, რომ პიაცას მყიდველი რეალურად სახელისუფლო გუნდის წევრია. მას უკვირს, რატომ გაიყიდა პიაცა რამდენიმე მილიონით იმაზე იაფად, ვიდრე მისი მშენებლობა დაჯდა.

„ინფრასტრუქტურის პროექტები სხვა თანხებით უნდა ფინანსდებოდეს. რა საჭირო იყო ამოდენა კოშკის აგება, თუ ამდენი თანხა დაიხარჯებოდა და მერე იაფად გაყიდნენ. ვეჭვობ, რომ ამ ჰოლდინგის უკან სახელისუფლო ძალები დგანან, რომლებსაც სხვა მანქანებით აქვთ ფული ნაშოვნი და სამხარაძე არის კერძო პირი რომლის უკან დგას ფულიანი ინტერესები. მათ ასე იაფად ჩაიგდეს ხალხის ფულით გაკეთებული“.

ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 14-სართულიანი პიაცის მშენებლობა 2010 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 53 728 000 ლარია, ხოლო, პროგრამის დაფინანსების წყარო, როგორც ბათუმის საკრებულოს 2010 წლის #33 განკარგულებაშია მითითებული, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტია.

კიდევ ერთი პირობა, რაც აუქციონის თანახმად ახალ მეპატრონეს აქვს, არის ის, რომ პიაცას შენობაში სასტუმრო და სასტუმროსათვის აუცილებელი შესაბამისი დაწესებულებები უნდა გახსნას. ინვესტორმა ნასყიდობის ფასი სრულად 2011 წლის ბოლომდე უნდა დაფაროს.

ახალი ამბები