კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა სუბელიანის უწყება „თავისუფალი დემოკრატების“ ბრალდებას გამოეხმაურა

21 აპრილი, 2011
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „თავისუფალი დემოკრატების“ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ეკა გულუამ ჟურნალისტებს განუცხადა, თინათინ ქებურია და როენა კვარაცხელია თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე თვითნებურად ცხოვრობდნენ. მათ სახელმწიფომ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა მათ უარი განაცხადეს. 

„ეს ადამიანები აღნიშნულ მისამართზე სხვის საკუთრებაში თვითნებურად ცხოვრობდნენ, შეჭრილები იყვნენ. ჩვენ კი მათ რეაბილიტირებული ფართები საკუთრებაში, რეგიონებში შევთვაზეთ, თუმცა, უარი განაცხადეს. ბატონ დოლიძეს შეუძლია მათ ურჩიოს, აღნიშნული შეთავაზება მიიღონ. რეგიონებში ფართის შეთავაზება მათ საპატრიარქოდანაც ჰქონდათ, თუმცა, ასევე უარი განაცხადეს“, - განაცხადა გულუამ. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ დღეს დევნილებთან თინათინ ქებურიასა და როენა კვარაცხელიასთან ერთად დევნილთა სამინისტროსთან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ქებურია და კვარაცხელია მაჩაბლის ქუჩიდან ათეულობით დევნილ ოჯახთან ერთად გამოასახლეს, რომლებიც საპატრიარქომ შეიფარა. 

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული ფართი არავის შეუთავაზებია და მათი ბედით არავინ დაინტერესებულა და ასევე მოუხსნეს სოციალური შემწეობა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები