კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თომას ჰამარბერგი ქართულ მართლმსაჯულებაზე ანგარიშს ივლისში გამოაქვეყნებს

21 აპრილი, 2011
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი ქართული მართლმსაჯულების შესახებ საკუთარ ანგარიშს ივლისში გამოაქვეყნებს. 

როგორც ჰამარბერგმა 20 აპრილს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანგარიშში ახსენებს იმ გაჭიანურებულ საქმეებს, რომლებიც 2007 წლის ნოემბერსა და 2010 წლის გაზაფხულზე პოლიციელების მიერ ჩადენილ სამართალდარვევათა ფაქტების დროულ გამოძიებას ეხება. 

„ანგარიშში ხაზს გავუსვამ აუცილებლობას, რომ მოსახლეობას აღარ შეექმნას შთაბეჭდილება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ. ვიზიტისას საკმაოდ ბევრი მასალა დამიგროვდა, რომელსაც გავაანალიზებ და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს ჩამოვაყალიბებ. მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა საქმეებთან მიმართებაში წინსვლა შეიმჩნევა, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, პრობლემებზე მოვახდინო რეაგირება“, - განაცხადა ჰამარბერგმა. 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მართლმსაჯულების წარმოების შესასწავლად თბილისს ოთხი დღით სტუმრობდა.

როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იგი დაარწმუნეს, რომ მართლმსაჯულების სფეროში რამდენიმე პრობლემური საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება. 

ჰამარბერგმა პრესკონფერენციაზე იმ საკითხებზეც ისაუბრა, რასთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, პროგრესი შეიმჩნევა. ევროკომისარი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ ძალიან მალე დაიწყება მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსზე, ასევე, გადაწყდება ის საკითხები, რომლებიც ზედმეტად მკაცრი სასჯელის ვადებს უკავშირდება.

„დამპირდნენ, რომ მხედველობაში იქნება მიღებული საკითხიც, რომელიც გამამართლებელი განაჩენების დაბალ პროცენტულ რაოდენობას შეეხება. ჩემი ინფორმაციით, ასეთი განაჩენების რაოდენობა 1 პროცენტზე ნაკლებია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა ჰამარბერგმა.

მისივე თქმით, ეს არის ის პოზიტიური რეაგირება, რომელიც ხელისუფლებისგან მიიღო. საქართველოში მართლმსაჯულების წარმოების შესასწავლად თომას ჰამარბერგი თბილისს ოთხი დღით სტუმრობდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები