კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უჩივის

26 აპრილი, 2011
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსს ლევან ახალაურს უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალაურს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის მარინე ზარდიაშვილის განცხადებით, მან სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრიდან მოითხოვა დოკუმენტი - ე.წ. „დასაქმებულთა სია“, რომლის საფუძველზეც რეგიონში ასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა. 

„ამ დოკუმენტში 3 ათასზე მეტი ადამიანია შეყვანილი, თითქოს ისინი სოციალური დახმარების მიღების პარალელურად, სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობენ. მაგალითად, 77 წლის ქალის გასწვრივ ეწერა, რომ ის სატყეო სააგენტოში იურისტად მუშაობს; ასევე, 82 წლის ქალი სამაშველო სამსახურში ყოფილა დასაქმებული. ხუთშვილიან ოჯახს, რომელსაც უკიდურესად უჭირს და ბავშვებს ქატოს და სიმინდს აჭმევენ, დახმარება იმიტომ შეუწყვიტეს, რომ თითქოს ბავშვების დედა „ლაგოდეხავტოგზაში“ იყო დასაქმებული. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს სააგენტოში ცნობების წარდგენა, რომ არსად არ მუშაობენ და მთელი ამ თვეების განმავლობაში დახმარებას ვერ იღებენ. ჩვენ გამოვითხოვეთ ეს სია და გვინდოდა ასეთ ოჯახებს დოკუმენტების მოწესრიგებაში დავხმარებოდით, მაგრამ სააგენტომ ეს დოკუმენტი არ მოგვაწოდა“, - განაცხადა მარინე ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად, კახეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირებას ისახავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივართან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის ლევან ახალაურის კომენტარი ვერ მოიპოვა. ახალაური კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები