კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამგეობის ნასვამი თანამშრომლები ჟურნალისტს სახლში მიუვარდნენ

26 აპრილი, 2011
ინიციდენტი მოხდა დედოფლისწყაროში. გამგეობის ნასვამი თანამშრომლები ადგილობრივ ჟურნალისტს თამილა გურაშვილს საცხოვრებელ სახლში მიუვარდნენ და უცენზურო სიტყვებით აგინეს. 

ჟურნალისტის თქმით, დახმარებისთვის მან პოლიცია გამოიძახა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა. მისივე თქმით, გამგეობის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტექნიკური სპეციალისტის ოთარ კოვზირიძის სახლში იქეფეს, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, მისთვის აღნიშნული ინციდენტის შესახებ უცნობია. „ვერ გეტყვით. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. გავარკვევ“, - განაცხადა გამგებელმა. 

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ კოვზირიძე ადგილობრივ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინაც დაემუქრა. მან ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს ბლოგზე განთავსებული მასალის მოხსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანგარიშსწორებით დაემუქრა. ამ ფაქტზე მაშინ რეაგირება არ მომხდარა. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები