კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თინა ქეიდენაუს ხელისუფლებაზე ზეწოლას სთხოვენ

27 აპრილი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუს პეტიციით მიმართავენ.

პეტიციაში არასამთავრობოები ითხოვენ, რომ აშშ-მ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებები დაჩქარდეს და რეალური შედეგი მოიტანოს.

როგორც „ქართული აკადემიის“ წევრმა თემურ ნანეიშვილმა განაცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პირდაპირ დაისვა და დღეს თინა ქეიდენაუს ვიზიტით ხდება ამის პრაქტიკული განხორციელება.

„პეტიციაში ვთხოვთ მათ, გააძლიერონ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც წესიერად დაითვალოს რამდენი ამომრჩეველია საქართველოში და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ნანეიშვილმა.

პეტიციაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები მათ უკვე სახელმწიფო კანცელარიაში თინა ქეიდენაუსთვის გადასაცემად შეიტანეს. ამ წუთებში კი კანცელარიასთან არასამთავრობოების აქცია იმართება.

აქციაში 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის „ქართული აკადემია“, „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“, ადვოკატთა ასოციაცია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები