კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენუქიძისა და გირგვლიანის საქმე საქართველოს წინააღმდეგ

28 აპრილი, 2011

საქმე # 25091/07

განაჩენი

სტრასბურგი

2011 წლის 26 აპრილი

განაჩენი იქნება საბოლოო იმ გარემოებების თანხლებით, რაც მოცემულია კონვენციის 44-ე მუხლის 2-ე პარაგრაფში. მისი რედაქტირებული სახით გამოცემა შესაძლებელია.

იი. წინამდებარე საქმეში ძირითადი საკითხების განხილვა

244. განხილვას არ ექვემდებარება ის საკითხი, რომ განმცხადებლის ვაჟის გარდაცვალების საქმე ნამდვილად გამოძიებულ იქნა. თუმცაღა, საქმის შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ძალზედ სერიოზულად მოეკიდა ამ გამოძიების ინტეგრირებასა და ქმედითობას, რაც სახელმწიფომ ვერ შეძლო გაეფანტა, ვერც წერილობით ახსნა-განმარტებაში და ვერც - მათ ზეპირ პროცედურებში.

ა. რაც უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

245. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების თავდაპირველმა ეტაპებმა, ჩატარებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 იანვარს აღმოჩენილი სანდრო გირგვლიანის სხეულის შემდეგ, ჩამოაყალიბა ორი ფაქტი – ის, რომ გარდაცვლილისა და ლ.ბ.-ს ყოფნა კაფე "შარდენში" დაემთხვა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრის ყოფნას იქ, რაც შედგებოდა ამავე სამინისტროს მაღალჩინოსნებისაგან და ის, რომ კაფეს დატოვებისას ორ მსხვერპლს შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა, რომლებიც იქცეოდნენ, როგორც პოლიციელები. უფრო მეტიც, თ.მ.-ის თავდაპირველი ჩვენებები ადასტურებს იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარ ქალს ჰქონდა პირდაპირი კავშირი მასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრესთან, ისევე როგორც გამომძიებლის უცაბედი დაინტერესება განხორციელებულ და მიღებულ სატელეფონო ზარებში, რაც განხორციელდა შესაბამის მონაკვეთში გ.ა.-ს მიერ, 2006 წლის 31 იანვარს, რა დროსაც გამომძიებელმა უკვე იცოდა იმ კავშირის შესახებ, რაც არსებობდა განმცხადებლის ვაჟსა და ზემოთ ხსენებულ ჯგუფს შორის და, რომელსაც ჰოქნდა გარკვეული საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვი აეღოთ გ.ა.-ზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილეზე. დამატებით უნდა ითქვას, რომ განმცხადებელთა ჩვენებების მიხედვით და თვით სახელმწიფოს მიერ გამოხატული დათმობის თანახმად, 31 იანვარს და 1 თებერვალს გამომძიებელს უკვე ჰქონდა გაშიფრული სატელეფონო ჩანაწერები განხორციელებული ა.ღ-სა და მ.ბ-ს შორის, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომძიებელს ზუსტად გაუმართლდა ეჭვები.

246. თუმცაღა, იმ გარემოებების მიუხედავად, რაც თავიდანვე არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობას ამ საქმეში გამოძიების პირველივე ეტაპებზე, იმავე ორგანომ ჩაატარა გამოძიება დროის მნიშვნელოვან მონაკვეთში, 2006 წლის 5 მარტამდე. ამ დროის განმავლობაში სამინისტრომ ჩაატარა მრავალი მნიშვნელოვანი საგამოძიებო პროცედურა, როგორიც არის შესაბამისი მოწმეების დაკითხვა, მონაცემების შეგროვება მობილური ტელეფონის ნომრებთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა საქმის მასალებს თბილისში შესაბამისი ანტენების საშუალებით, მათ შორის, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, კავშირები სამინისტროს თანამშრომლებთან, თბილისი-კოჯრის გზაზე დამონტაჟებული კამერიდან ამოღებული ჩანაწერების საფუძველზე, რაც გახდა მოგვიანებით გადამწყვეტი ო.მ.-ს თანამონაწილეობის დამადასტურებელი და ა.შ.

247. ეს ინსტიტუციური კავშირი და იერარქიული სუბორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც იძიებდნენ ამ საქმეს, არის კიდევ უფრო მეტად თვალში საცემი, რადგანაც დ.ა. მინისტრის მეუღლის მეგობარი და ამავდროულად, გ.ა.-ს უშუალო უფროსი იყო, შესაბამისად ის პირი, რომელიც პასუხს აგებდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებით გამოწვეულ გამოძიებაზე. ინტერესთა ამ კონფლიქტის შეუსაბამობა სასამართლოს აზრით, შემდგომში გამწვავებული იმ მიზეზით, რომ ყოველივე დაფარული იყო საჯაროობისაგან: მხოლოდ ის საკითხი, რომ ნახსენები იყო დ.ა.-ს მონაწილეობა გამოძიებაში ჩანს 2006 წლის 24 თებერვლის სამინისტროს დოკუმენტში, რაც იყო კლასიფიცირებული შიდა დოკუმენტი იმ დროისათვის.

248. ამ დოკუმენტის შინაარსი შემდგომში ადასტურებს, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვლისათვის, დ.ა.-მ უკვე იცოდა დანაშაულში მისი კოლეგების შესაძლო მონაწილეობის შესახებ, თუმცაღა თვით იგი არ გასულა საქმიდან. უფრო მეტიც, თუკი დ.ა.-ს ჩვენებებს დავეყრდნობით, სასამართლო შეძრულია იმ ფაქტით, რომ თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გააუქმა მისი სამინისტროდან ის საქმე, რაც ეყრდნობოდა იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომ მისი დაქვემდებარებული პირები და შესაძლოა, მისი მეუღლეც ჩარეულნი იყვნენ ამ საქმეში, რაც თავის მხრივ იქნებოდა მხოლოდ პროფესიული და მახვილგონიერი გადაწყვეტილება არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ პირიქით, მან გასცა განკარგულება დ.ა.-ს განეგრძო გამოძიება.

249. იმისათვის, რომ მეტი ნათელი მოვფინოთ წინამდებარეს, სასამართლო ადგენს, რომ გამოძიება ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 26 იანვარიდან 5 მარტამდე, იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც გროვდებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტები, რაც მანისფესტაციურად განიცდიდა რეკვიზიტული დამოუკიდებლობისა და განუკერძოებლობის ნაკლებობას.
ბ. რაც უკავშირდება გამოძიებას ჩატარებულს თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ.

250. რომ მივუბრუნდეთ გარემოებებს, რაც უკავშირდება გამოძიებას ჩატარებულს თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო ამ უფლებამოსილი პირის მტკიცე უარი იმაზე, რომ ხსენებულმა პირებმა მიიღონ სათანადო ზომები და მონაწილეობა ამ გამოძიებაში, მიუხედავად მათი აქტიური მცდელობებისა, დარჩენილიყვნენ ამ გამოძიებაში. დასანანია, რომ შესაბამისი შიდა კანონისა და პრაქტიკიდან გამომდინარე, განმცხადებლებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ რაიმე შეხება საქმესთან, მის შესაბამის მასალებთან გამოძიების მსვლელობისას. სასამართლო გამოთქვამს იმედგაცრუებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ არც კი აცნობა განმცხადებლებს იმ საგამოძიებო ზომების შესახებ, რაც მიღებულ იქნა მათი არყოფნისას. შედეგად ამისა, განმცხადებლები დარჩნენ სრულ ვაკუუმში გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით, რამაც აშკარად ჩამოართვა შესაძლებლობა მათ, დაეცვათ საკუთარი ლეგიტიმური პროცედურული ინტერესები.

251. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ მეორე მხარესაც კი, ლ.ბ.-ს ჰქონია შესაძლებლობა, ეფექტურად მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო პროცესში, რადგანაც მასაც განეცხადა უარი, ჰქონოდა რაიმე ინფორმაცია საქმის მასალებთან დაკავშირებით. თუმცაღა, ლ.ბ. იყო რა ერთადერთი პირი, რომელიც გადაურჩა ამ ინციდენტს და თვითმხილველი დანაშაულისა. იგი ასევე იყო დიდი მნიშვნელობის მატარებელი საინფორმაციო წყარო და სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი შიდა ორგანოები იძულებულნი გახდნენ, აეღოთ ვალდებულება იმისა, რომ მიეღოთ საჭირო ზომები მისთვის ყველა საჭირო სახსრებით, რათა მომხდარიყო რეალიზება მისი პროცედურული უფლებებისა.

252. გამოძიების პერიოდში საპირისპირო მაგალითი ლ.ბ.-ს მდგომარეობის ნებაყოფლობისა იყო შემდეგი ეპიზოდი. რადგანაც არაფერი არ იცოდა ამ დროისათვის სისხლის სამართლის საქმეში არსებული დამამტკიცებელი გარემოებების შესახებ, რაც მოიცავდა ბრალდებული გ.ა.-ს თეორიას, რომლის თანახმადაც სანდრო გირგვლიანთან გამოლაპარაკება დაიწყო კაფე "შარდენის" შესასვლელში, ლ.ბ.-ს აშკარად არანაირი საშუალება არ ჰქონია სცოდნოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო იმის გახსენება, თუ ზუსტად სად წავიდა იგი სანდრო გირგვლიანთან ერთად კაფედან და ნახა თუ არა მან თავისი მეგობარი ნებისმიერ სხვა პირთან გამოლაპარაკებული გასვლისას. შესაბამისად, ლ.ბ. იყო ყოვლად მოუმზადებელი ეპასუხა იმ კითხვებზე, რაც მას დაუსვა პროკურორმა სასამართლოში. მართლაც, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს იყო მხოლოდ სასამართლოზე, მას შემდეგ რაც ლ.ბ. ახლოს გაეცნო საქმის მასალებს, როდესაც მან საბოლოოდ გააცნობიერა, თუ რატომ უჭერდა ასე მტკიცედ საჯარო პროკურორი იმ ჰიპოთეზას, რომ იგი და სანდრო გირგვლიანი შესაძლოა, გასულიყვნენ კაფიდან ცალკ-ცალკე.

253. სასამართლოს არ შეუძლია, გადასინჯოს სხვა ეპიზოდები, სადაც თბილისის საქალაქო პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება აშკარად შეცდომით. მაგალითად, თანახმად ვიდეოჩანაწერისა, რომელიც დათარიღებულია 2006 წლის 8 მარტით, ლ.ბ. ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელ პიროვნებად ამოიცნო ო.მ. თუმცაღა, საჯარო პროკურორმა ვერ შეძლო ამის დასაბუთება შესაბამისი წერილობითი ჩანაწერებით. შემდეგ კვლავ, როდესაც იგი ხელმეორედ იქნა დაკითხული 2006 წლის 10 მარტს, ლ.ბ.-მ არაერთგზის გაიმეორა, რომ ო.მ.-ს ჰქონდა შესაძლო კავშირი დანაშაულში და ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება მოჰყოლოდა ამას, პროკურორმა მოახდინა პერიფრაზირება იმისა, რომ ჩვენება წერილობით ჩანაწერებში დაფიქსირებული მოახდენდა იგნორირებას რეალური შინაარსისა და მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობას. მსგავსი შეუსაბამობა ლ.ბ.-ს მიერ ნათქვამებს შორის, რაც უკავშირდება იმ გარემოებას, რაც არსებობდა რეალურად იმ დროისათვის, როდესაც ის და სანდრო გირგვლიანი ტოვებდნენ კაფე "შარდენს" და რა იყოს ჩაწერილი პროკურორის მიერ 2006 წლის 6 მარტს პირველი დაკითხვისას. პროკურორმა არც ის აღნიშნა, რომ ლ.ბ.-ს ჩვენების თანახმად მეგობარი მოსული იყო და მიუჯდა მას იმ დროისათვის, როდესაც სანდრო გირგვლიანს ჰქონდა უხამსი საუბარი თ.მ.-სთან იმავე მაგიდასთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს არის განმასხვავებელი მოწმის ჩვენებებში რაც ჩაწერილ იქნა საჯარო პროკურორის მიერ.

254. სასამართლო ადგენს, რომ მიუხედავად განმცხადებელთა არაერთი მოთხოვნისა, პროკურატურამ არ დაკითხა, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ის პიროვნებები, რომელთან ერთადაც ოთხივე ბრალდებული და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე იყვნენ კავშირში და ჰქონდათა ურთიერთობა ინციდენტის ღამეს. ასეთი ზომა გარდაუვალი იყო იმისათვის, რომ დადასტურებულიყო განმცხადებელთა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული კონფლიქტი დანაშაულში ბრალდებულ პირთა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრეს შორის. სასამართლო აღნიშნავს მაგალითად, რომ როგორც ეს ჩანს საქმის მასალებიდან, ტელეფონის ნომერი 877 79 89 60 აკრეფილი იყო ყველაზე მეტჯერ იმ ღამეს როგროც გ.ა.-ს მიერ, ერთ-ერთი დამნაშავე და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, რომელიც ასევე კაფეში იმყოფებოდა. დ.ა.-მ ასევე დაადასტურა, რომ ნომერი ეკუთვნოდა მათ საერთო მეგობარს მ.ს. ეს ჩვენება თავსი მხრივ, უპირისპირდება იმ ინფორმაციას, რაც მოწოდებულ იქნა შესაბამისი მობილური სატელეფონო კომპანიის მიერ, რომლის თანახმადაც ეს ნომერი ეკუთვნოდა ვინმე კ.ნ.-ს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან "ფალკო." მიუხედავად ამ მანიფესტაციური ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებისა, შიდა ორგანოები არც კი შეწუხდნენ იმისათვის, რომ ზუსტი ვინაობა დაედგინათ იმ ნომრის მფლობელისა და დაეცვათ იგი როგორც მოწმე, ამდენად ყველა მხარე გამოძიებისა შეძლებდა მისი ვინაობის დადგენას, რის შესახებაც საუბარი იყო გამართული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის კაფე "შარდენში" და გ.ა.-სთან ამავდროულად, როდესაც ეს უკანასკნელი თავის კოლეგებთან ერთად სამინისტროდან სჩადიოდა დანაშაულს სანდრო გირგვლიანისა და ლ.ბ.-ს წინააღმდეგ.

255. იმისათვის, რომ სახელმწიფო დაერწმუნებინათ იმაში, რომ გამოძიებამ რეალურად დაკითხა ყველა ის პიროვნება, რომლებთანაც ამ ოთხ დამნაშავეს ჰქონდა სატელეფონო კავშირი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ არ შეეტანათ ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღების შემთხვევაში, ეს მხოლოდ გაამწვავებდა მდგომარეობას. მართლაც, სახელმწიფოს გადაწყვეტილება ადასტურებს განმცხადებლის საჩივარს, რაც მათ ასე ძალიან სურდათ, რომ დაემტკიცებინათ ამავე დონეზე, იმის გამჟღავნებით, რომ გამომძიებლებმა დამალეს მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა იმ პირის ვინაობის დადგენა, რომელთანაც ამ ოთხ დამნაშავეს ჰქონდა ურთიერთობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. სასამართლოს შეეძლო უბრალოდ აღენიშნა, რომ გამოძიებას შეეძლო დაერთო ნება განმცხადებლებისა და შიდა სასამართლო მოხელეებისთვის დაეკითხათ ის პირები, სულ მცირე როგორც უცნობი მოწმეები.

256. სასამართლო ასევე შეძრულია იმ გარემოებით, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო ნათელი მოეფინა იმ გარემოებებისათვის, სადაც სანდრო გირგვლიანს მიღებული ჰქონდა მრავალრიცხოვანი ჭრილობები სხეულზე, განსაკუთრებით ისინი რაც აღბეჭდილი იყო მის ყელის არეში. ამგვარად, იქამდე, სანამ კრიმინალისტი ექსპერტი დაადგენდა იმას, რომ ჭრილობების უმეტესობა, მათ შორის ხახის არეში, გამოწვეული იყო სახელურის მქონე, ბასრი წვეტიანი ობიექტით, სავარაუდოდ დანით, პროკურატურამ არც კი შეიწუხა თავი გამოეძია და აეხსნა გარკვეული ფაქტები ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ რომელი ბასრი იარაღით იქნა ეს ჭრილობები მიყენებული და ამ ოთხი ბრალდებული პირიდან რომლის მიერ. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ გადამწყვეტი ელემენტის დადგენა იყო საერთაშორისო მნიშვნელობის, დანაშაულის სათანადო კლასიფიცირების მიზნით. ნაცვლად ამისა, მიუხედავად სერიოზული მინიშნებებისა, გამოძიებამ უბრალოდ მიიღო ახსნა-განმარტება ბრალდებულთა მხრიდან, რომ მათ არ გამოუყენებიათ არანაირი ბასრი იარაღი და, რომ სანდრო გირგვლიანი სავარაუდოდ მიიღებდა ამ ჭრილობებს მავთულიან ღობეზე გადაძრომისას ან ეკლიან ბუჩქებში ჩავარდნის შემთხვევაში, რაც სავსებით უპირისპირდება კვალიფიცირებული სახელმწიფო ექსპერტის დასკვნებს.

257. სასამართლო ასევე გაუგებრად მიიჩნევს იმას, რომ გამოძიებას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დ.ა.-ს ძმა, რამაც ვერ უზრუნველყო ის, რომ ოთხივე ბრალდებული მჯდარიყო ცალკე საკნებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, სჯერა თუ არა ხალხს და განმცხადებლებს სასამართლოსი და ენდობიან თუ არა ისინი გამოძიებას.

258. ყველა ზემოთ ხსენებული არის საკმარისი სასამართლოსთვის, რომ დაასკვნას, რომ თუნდაც სხვა შესაბამისი გარემოებების გამოძიების გარეშე, რომ გამოძიების ნაწილს ჩატარებული თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ აკლდა ობიექტურობა, და რაც ყველაზე მთავარია - ინტეგრირებულობა. დამატებით უნდა ითქვას, რომ განმცხადებლებისა და მეორე სამოქალაქო მხარესათვის რომ მიეცათ უფლება, ჰქონოდათ კავშირი სისხლის სამართლის საქმესთან ან სულ მცირე რეგულარულად განეახლებინათ იგი გამოძიების მსვლელობისას, გამოძიებამ არც კი აიღო იმის ვალდებულება საკუთარ თავზე, რომ დაეცვა ნათესავების ინტერესები.

გ. რაც შეეხება სასამართლო პროცედურებს

259. სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი ნაკლებობა, რასაც განიცდიდა სასამართლო პროცედურების დროს, იყო შიდა სასამართლოების მუდმივი უარი იმაზე, რომ მიეცა განმცხადებლებისათვის საკმარისი დრო და შესაძლებლობა შეესწავლათ საქმის მასალები, ამით მოაკლებდნენ მათ შესაძლებლობას მოემზადებინათ საკუთარი პოზიციები და მონაწილეობა მიეღოთ სასამართლოში. მართლაც, აღმაშფოთებელია ის, რომ ასეთ განსაკუთრებულად რთულ შემთხვევაში პროცესი გაგრძელდა მხოლოდ ცხრა დღე, რა დროშიც საკმაოდ რთული იყო არა მარტო სამოქალაქო მხარეთათვის, არამედ თვით მოსამართლეებისათვისაც შეესწავლათ საქმის მასალები. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის გარემოება, განმცხადებლებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, საფუძვლიანად გასცნობოდნენ საქმეს და განეხილათ იგი. შესაბამის ვიდეომასალებთან ხელმისაწვდომოობა იყო მეტად მნიშვნელოვანი, იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე წერილობით დოკუმენტაციასთან, რაც მნიშვნელოვან წონას მატებს და მეტ ნათელს ჰფენს გამოძიებას, რაც უკვე აღნიშნა სასამართლომ.

260. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს არ ჰქონდათ საშუალება გასცნობოდნენ საქმის მასალებს გამოძიებისას, განმცხადებლებმა, როგორც სამოქალაქო მხარემ აღმოაჩინეს საკუთარი თავი მეტად უხერხულ და არა სახარბიელო მდგომარეობაში სასამართლოში. თუმცაღა სასამართლომ არა ერთგზის გაიმეორა, რომ მოვლენათა ნორმალური განვითარების შემთხვევაში სათანადო ეფექტური და ქმედითი პროცედურების საფუძველზე, სასამართლო არის მიუკერძოებული. სასამართლო, იზიარებს რა განმცხადებელთა არგუმენტებს, აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საპროცედურო უფლებები არ შეიძლებოდა ანაზღაურებულიყო იმ სამოქალაქო მხარის არარსებობის შემთხვევაში, რადგანაც ამ ორგანოს, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, აკლდა მანიფესტაციური ინტეგრირებულობა და ინტერესთა დაცვა.

261. უფრო მეტიც, შიდა სასამართლო ინსტანციებმა ასევე უარი განუცხადეს განმცხადებლებს, მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, შეეგროვებინათ დამატებით დამამტკიცებელი მასალა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დასადგენად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ინფორმაცია საჭიროა ოთხ ბრალდებულსა და იმ რამოდენიმე პირს შორის არსებული შესაძლო განხეთქილების დასადასტურებლად, რომლებიც უსხდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრის მაგიდას კაფე "შარდენში", შიდა სასამართლო ინსტანციებმა მაინც უარი განუცხადეს დაეცვათ და ჯეროვნად გადაესინჯათ სატელეფონო ზარების ამსახველი ჩანაწერები, რაც მიღეულ იქნა და განხორციელდა ზემოთხსენებული პირების მიერ იმ ღამეს. ასევე დასანანია ის ფაქტიც, რომ სასამართლომ უარი განუცხადა განმცხადებლებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო განყოფილებამ და თბილისის საქალაქო პროკურატურამ გაანადგურა ან დამალა მტკიცებულებები, რადგანაც მათ საქმეში წარმოადგინეს მხოლოდ არჩეული ნაწილი ზარებისა, რაც მიღებულ იქნა და განხორციელებული ბრალდებულთა მიერ, მაშინ როდესაც მათ შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდათ მიღებული მობილური სატელეფონო კომპანიებიდან სრულად. სასამართლო ხელახლა ადასტურებს ამ კუთხით იმას, რომ გამოძიების წარმატებით წარმართვისათვის შიდა ორგანოებმა უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რაც საჭიროა ყველა შესაბამისი მტკიცებულების დასაცავად.

262. სასამართლომ განსაკუთრებით აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ როდესაც ლ.ბ. პარალელურად საკუთარ წინასაგამოძიებო ჩვენებებისა არაერთგზის გაიმეორა პროკურატურისა და სასამართლოს საყურადღებოდ, რომ ო.მ. იყო მეოთხე ბრალდებული რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულში და რომელიც მეტი სისასტიკით გამოირჩეოდა სანდროს მიმართ, ხოლო ამ ორგანოებმა თვალი დახუჭეს ყოველივე ამაზე. ისინი აღმოჩნდნენ საკმაოდ უუნაროები, რათა აღეძრათ საქმე ო.მ.-ის წინააღმდეგ ლ.ბ.-ს ჩვენებებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენდა ამ საქმეში უშუალო მსხვერპლს. სასამართლოს აზრით, ო.მ.-ის დადანაშაულება ამ საქმეში, რომელიც იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრიდან, საქმეს მეტ ნათელს მოჰფენდა და დაადასტურებდა კავშირს არსებულს ჯგუფსა და ბრალდებულებს შორის.

263. სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა გარკვეული საეჭვო გარემოებებიც არსებობდა საქმეში, რაც თავის მხრივ ჯეროვნად იქნა აღნიშნული შიდა სასამართლო ინსტანციების მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ გ.ა.-მ თავის წინა საგამოძიებო ჩვენებაში განაცხადა, რომ როდესაც იგი უკან ბრუნდებოდა ოქროყანის სასაფლაოდან, მას დაურეკა გ.დ.-მ და ჰკითხა, აპირებდა თუ არა იგი შეერთებოდა მათ ჯგუფს. ამავდროულად, როგორც ეს გაიშიფრა სატელეფონო ზარების ჩანაწერებში, რამაც წარმოადგინა გარკვეული ნაწილი სისხლის სამართლის საქმისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.დ.-სა და გ.ა.-ს ნამდვილად ჰქონდათ კავშირი იმ ღამით 1.50, 1.56, 2.01 და 2.05 საათზე ღამით. ამით, სასამართლოს თვალსაზრისით დასანანია, რომ შიდა ინსტანციები არ ხსნიან ამ მანიფესტაციურ შეუსაბამობას გ.ა.-სა და გ.დ.-ს მიერ მოცემულ ჩვენებებს შორის და მათ შეუსაბამობას სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით.

264. აღსანიშნავია ის, რომ თვით გ.ა.-ს საკუთარი ამბავი მის სანდრო გირგვლიანთან ურთიერთობის შესახებ ამტკიცებს იმას, რომ განმცხადებელთა ვაჟი მასთან იყო ახლო ურთიერთობაში და ცალსახად კონფლიქტში სულ მცირე იმ რამოდენიმე პირთან, რომლებიც წარმოადგენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი გ.დ. გ.ა.-მ განაცხადა, რომ მან გაიგონა თუ როგორ აგინებდა დედას სანდრო გირგვლიანი გ.დ.-ს და როგორ ლანძღავდა იგი კაფეში კგბ-ს. გონებამახვილი ადამიანი გამოიტანს დასკვნას გ.ა.-ს ჩვენებიდან, რომ სანდრო გირგვლიანს უნდა სცოდნოდა ის ხალხი, ვისაც აყენებდა შეურაცხყოფას. სხვა დეტალი რაც ასევე ამყარებს იმ ჰიპოთეზას, რომ გარკვეული კავშირი განმცხადებლის ვაჟსა და გ.დ.-ს შორის არსებობდა, რეალურად ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მის კერძო საუბარში თ.მ-სთან სანდრო გირგვლიანი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერს.

265. მას შემდეგ, რაც სათანადოდ იქნა გადამოწმებული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანს გაუსწორდნენ 2.12-სა და 2.54-ს შორის, ამ მონაკვეთში შუაღამის დროით, და ზუსტად ამ პერიოდში გ.ა. იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამ ჩანაწერების საფუძველზე ვასკვნით, რომ ვიღაცა დაეკონტაქტა გ.დ.-ს დ.ა.-ს ნომრიდან 2.08, 2.17, 2.23 და 2.25 საათზე შუა ღამის დროით. ამდენად სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ არც გამოძიება და არც შიდა სასამართლო ინსტანციები არ ცდილობდნენ, ნათელი მოეფინათ იმ ფაქტისათვის, თუ ვინ დაურეკა დ.ა.-ს ნომრიდან გ.ა.ს ასეთ საეჭვო გარემოებაში, მხოლოდ 9, 6 და 2 წუთის ინტერვალებით და ზუსტად ვინ გაიტაცა სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ. და მოდიოდა თუ არა იგი უკვე ამ დროისათვის ოქროყანიდან თუ ამ პერიოდში ურტყამდა მსხვერპლს.

266. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ასეთი სერიოზული მინიშნებებისა ამ კუთხით, უფლებამოსილმა პირებმა თვალი დახუჭეს იმ კავშირზე, რაც შესაძლო ალბათობით არსებობს შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრესა და მსხვერპლს შორის. ასეთი დამოკიდებულება საქმისადმი ოფიციალურ ორგანოთა მხრიდან მიუღებელია სასამართლოსთვის.

267. ზემოთხსენებულ გარემოებათა ასახსნელად, სასამართლო ასკვნის შემდეგს – განმცხადებლებს არბიტრალური წესით განეცხადათ უარი იმ უფლების გამოყენებაზე, რაც გულისხმობს სასამართლო პროცედურებს რაც უნდა შესრულდეს ობიექტურად და დასკვნითი სახით, ასევე იმ გარემობებთან დაკავშირებით, რა პირობებშიც მოხდა 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის გატაცება.

დ. რაც შეეხება ბრალდებულ პირთა დასჯის ადეკვატურობას
268. სასამართლო იხსენებს, რომ შესაბამისი სანქციების გათვალისწინებით, თანახმად კონვენციის 2-ე და 3-ე მუხლებისა, ორი ძირითადი პირობა რაც ახდენს დანაშაულისა და მისი დასჯის სანქციის განსაზღვრას, გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან. ხოლო ზემოთ ხსენებული პირობები და ის უფლებები, რაც გამოყენებულ იქნა ქართული მხარის მიერ მათი დასჯისათვის, უმოქმედოა.

269. წინამდებარე შემთხვევის გათვალისწინებით, სასამართლო ითვალისწინებს აუცილებლობას იმისა, რომ არა მხოლოდ შიდა სასამართლოების მიერ გახმოვანებული განაჩენი შედის ძალაში.

270. სასამართლო აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეოთხე მაღალჩინოსანი მჭიდროდ უკავშირდება შიდა სასამართლო ინსტანციების მიერ გახმოვანებულ სისხლის სამართლის კლასიფიკაციას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ჩვეულებრივ სასამართლოს პრეროგატივა არ არის დაამტკიცოს განაჩენის სისრულე და ის ფაქტი, არის თუ არა განაჩენი სწორად მიღებული სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად. თუმცაღა, გათვალისწინებულ უნდა იქნას კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, რომ ზემოთ ხსენებული გამოიყენება განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, რაც ეხება მჭიდრო კავშირს მკვლელობასთან, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ ზუსტად რა მიზეზით მოხდა მსხვერპლის, ამ შემთხვევაში სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება.

271. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაგალითად, აუტოპსიის დასკვნა და სხვა დამამტკიცებელი საბუთები აჩვენებს იმას, რომ გარდაცვალებამდე, სანდრო გირგვლიანი გაროზგეს ტანს ზემოთ და მან მიიღო მრავალრიცხოვანი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ბასრი, წვეტიანი ობიექტით, სავარაუდოდ დანით. პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ მისი სიკვდილი გამოწვეულ იქნა ოთხი მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი ქმედებით. ერთადერთი შესაძლო ლოგიკური დასკვნა ამ ორი ფაქტიდან გამომდინარე არის ის, რომ დამნაშავეებმა პირველად გაროზგეს სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე, რაც უკვე მიუთითებს არა ადეკვატურ დამოკიდებულებას მის მიმართ და სულ მცირე ერთ-ერთმა ამ ჯგუფიან დაიწო მისთვის ჭრილობების მიყენება დაუზუსტებელი ბასრი იარაღით.

272. უფრო მეტად რომ დავაკვირდეთ ჭრილობებს, რაც იყო თავის მხრივ საკმაოდ მრავალრიცხოვანი 4-დან 15 სმ-მდე მთელს სხეულზე, მათ შორის მძიმე ჭრილობები ყელის არეში, ერთ-ერთი ფატალური, რადგანაც ჭრილობა მიყენებულ იქნა ხახის არეში – სასამართლომ დაადგინა, რომ სანდრო გირგვლიანს განსაკუთრებულად სასტიკად, და არაადამიანურად მოექცნენ. უფრო მეტიც, ხელის არეში იგი თორმეტჯერ იქნა დაჭრილი, და ეს გარემოება უკვე ადასტურებს იმას, რომ დამნაშავეებს სურდათ მხოლოდ მისი სიცოცხლის ხელყოფა. მეორე გარემოება, რაც ასევე ხაზს უსვამს განზრახ მკვლელობას, არის იარაღის გამოყენება სულ მცირე ერთი დამნაშავის მხრიდან. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სასამართლო აღშფოთებულია იმ გარემოებით, რომ მკვლელევს მიუსაჯეს მხოლოდ 7-8 წელი თავისუფლების აღკვეთა რაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ქართული მხარის არაადეკვატურობის ალბათობას, რადგანაც დანაშაული ჩადენილია სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ, შესაბამისად სადამსჯელო მეთოდი უნდა იქნას მეტად დამძიმებული.

273. ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ რჩება გასარკვევი, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოხდა ასეთი სიმძიმის დანაშაული. სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი. ხოლო კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელი გახდა ის გარემოება, რომ 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი განთავისუფლდნენ. სასამართლოს აზრით, საქართველოს მთავრობას სურდა, რომ ქართული საზოგადოება კმაყოფილი დარჩენილიყო იმით, რომ ასეთმა მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სამი წელიწადი და ექვსი თვე იქნებოდა საკმარისი სასჯელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის, რომლებმაც გაურკვეველი მიზეზებით მოკლეს უდანაშაულო ადამიანი.

274. თუმცაღა, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც სახელმწიფო ჩინოვნიკი განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ბრალდებულია ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თანახმად კონვენციის 2-ე მუხლისა, მისი შეწყალება ან ნებისმიერი სახით სასჯელის შემსუბუქება არის ადეკვატური დასჯის მეთოდი. პირიქით, სასამართლო მიმართავს ყველა სახელმწიფოს, რომ იყვნენ მეტად შეუბრალებელნი ასეთი დამნაშავეების მიმართ, როდესაც ასეთ დანაშაულს სჩადის სახელმწიფო ჩინოსანი და ხელყოფს ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლეს.

275. წინამდებარის დასტურად სასამართლო ასკვნის, რომ თავდაპირველად გამოტანილი განაჩენი შიდა სასამართლო ინსტანციების მიერ გამოტანილ იქნა მიზანმიმართულად შესაბამისი შიდა ორგანოების მიერ, რომლებიც არ დაისაჯნენ ადეკვატური სასჯელით ჩადენილი დანაშაულისთვის.

ე. დასკვნები

276. იმისათვის, რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოხსენებული, სასამართლო არაერთხელ აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო მიკერძოებული, მოკლებული ყოველგვარ ობიექტურობასა და მიზნობრიობას. პირიქით, შესაბამისმა გარემოებებმა ცხადყო, რომ სასამართლოს გამოეტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილი პირები არაადეკვატურად მოქმედებდნენ გამოშიების დროს.

277. თუმცაღა, სასამართლო არაერთხელ აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულთან პარალელურად, რომ საეჭვო გარდაცვალება გამოწვეული სახელმწიფო ჩინოვნიკის მიერ, გამოძიებულ უნდა ყოფილიყო ადეკვატურად შესაბამისი ორგანოების მიერ.

2. სიკვდილი მიწერილი მოპასუხე სახელმწიფოზე

ა. მხარეთა არგუმენტები

278. სახელმწიფოს აზრით, გარდაცვლილის სიცოცხლის ხელყოფა არ იყო განზრახ ჩადენილი, რაც ვითომდა დასტურდება იმით, რომ ერთ-ერთმა მსხვერპლმა თავი დააღწია და რომ ტყვია გასროლილი იყო არა მისი მიმართულებით, არამედ - ჰაერში.

279. მეორე, სახელმწიფო დაჟინებით აცხადებს, რომ არც ერთი ჩინოსანი არ მოქმედებდა სახელმწიფო უფლებამოსილების გამოყენებით, არამედ როგორც ინდივიდუალური პირები. მათ ჩაიდინეს ბოროტი დანაშაული შურისძიების მიზნით, პირად მოტივებზე. პირიქით, დანაშაული მოხდა მეგობრის დაბადების დღეზე გამართული წვეულების შემდეგ.

280. სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ მაშინაც კი რომ გ.ა. წარმდგარიყო განმცხადებლის ვაჟისა და ლ.ბ.-ს წინაშე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ლ.ბ. ამას აღნიშნავდა თავის ჩვნებაში, მან კი აღნიშნა, რომ 2008 წლის 28 იანვარს დაკითხვის შემდეგ, რომ დამნაშავეებს ეცვათ მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელი.

281. პასუხად ამისა, განმცხადებლები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს. უფრო მეტიც, დამნაშავეებმა გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და სახელმწიფო მანქანები დანაშაულის ჩადენისათვის. მაგალითად, გ.ა.-მ გამოიყენა საკუთარი იერარქიული ზემდგომი თანამდებობა ასე საკუთარი პროფესიული კავშირები და საკუთარი კოლეგებიც ჩართო ამ საქმეში.

282. განმცხადებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მიუხედავად იმ უარისა, რაც მიღებულ იქნა შიდა გამოძიების მრიდან, რაც ეხებოდა ო.მ.-ის გამორიცხვას სანდრო გიორგვლიანის მკვლელობის საქმეში, სახელმწიფომ ამითაც გამოამჟღავნა საკუთარი უსუსურობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სასამართლოს მათ ვერ წარუდგინეს შესაბამისი დამამტკიცებელი მასალები.

იი. წინამდებარე საქმეში ამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით

283. სახელმწიფოს განცხადებების პასუხად, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის ვაჟის გარდაცვალების გამოძიებისას დაშვებულია მთელი რიგი გაუგებრობანი შესაბამისი შიდა ორგანოების მხრიდან.

284. აღსანიშნავია, რომ სასამართლო იზიარებს რა სახელმწიფოს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფაქტს, რომ თუკი სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა სახელმწიფო ჩინოვნიკის ხელით, მაშინ დამნაშავეები არ მოქმედებდნენ სახელმწიფო უფლებამოსილების გამოყენებით. დანაშაული მოხდა კერძოდ, პიროვნულ მოტივებზე დაყრდნობით, მეგობრის დაბადების დღისათვის გამართული წვეულების შემდგომ.

285. აღსანიშნავია რომ ზოგადად სახელმწიფოსაგან მოელიან მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან თანხვედრას, რაც უკავშირდება სამართალდამცავ სისტემას მთლიანად. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კერძო ქმედებანი განხორციელებული გ.ა.-ს, ა.ა.-ს, ა.ღ.-ს, და მ.ბ.-ს მხრიდან უნდა ყოფილიყო მიწერილი საქართველოს რესპუბლიკაზე. ამით კი, სახელმწიფოს უკვე საერთაშორისო დონეზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

291. შესაბამისად არ იქნა დარღვეული კონვენციის მეორე მუხლის პირობები. კერძოდ,

ა. ზიანის მიყენება
313. განმცხადებლებმა მოითხოვეს 300.000 ევროს ოდენობის არა მატერიალური ანაზღაურება.

314. სახელმწიფომ კი ჩათვალა, რომ მოთხოვნილი თანხა იქნა ზედმეტად გადაჭარბებული, რადგანაც არანაირი პირობა მოცემული კონვენციის ამ მუხლში არ იქნა დარღვეული.

315. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლოს გამოაქვს დასკვნა რომ ბნ. გურამ გირგვლიანი კომპენსირებულ იქნას 50.000 ევროს ოდენობით.
ბ. ბაჟები და ხარჯები

316. განმცხადებლის მხრიდან ორივე წარმოამდგენელმა მოითხოვა 5.000 ევროს ოდენობით საკუთარი იურიდიული მხარდაჭერის დაფინანსება. წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს ანგარიში სადაც მოცემული იყო მათი მხრიდანმოთხოვნა საფოსტო, სატელეფონო და თარჯიმნის მომსახურების ხარჯები, რაც საერთო ჯამში შეადგენდა 924 ლარს (დაახლოებით 388 ევრო).

317. სახელმწიფომ კი განაცხადა, რომ ეს თანხები არის ზედმეტად გადაჭარბებული და შეუსაბამო.

318. სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბნ. გურამ გირგვლიანი კომპენსირებულ იქნას 388 ევროს ოდენობით სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად.


ინციალების განმარტებები:
ლ.ბ - ლევან ბუხაიძე
გ.ა. - გია ალანია
თ.მ. - თაკო მაისურაძე
ა.ღ. - ალექსანდრე ღაჭავა
მ.ბ. - მიხეილ ბიბილური
დ.ა. - დათა ახალაია
ო.მ. - ოლეგ მელნიკოვი
გ.დ. - გურამ დონაძე

ითარგმნა "ინტერპრესნიუსის" დაკვეთით

ახალი ამბები