კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თავისუფალი საქართველო“ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას ითხოვს

2 მაისი, 2011

„თავისუფალმა საქართველომ“ პენსიის 100 დოლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა.  პარტიის განცხადებით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი დაპირება 2009 წლიდან პენსიის 100 დოლარის ეკვივალენტამდე გაზრდა იყო, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ შესრულებულა.

 „ამჟამად საქართველოში პენსიის ოდენობა არა თუ 100 დოლარს, საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება, იგი კვლავ დისკრიმინაციულია რეგიონებში მცხოვრებ და თბილისში რეგისტრირებულ პენსიონერთა შორის. პრეზიდენტის განცხადება, რომ  მთავრობა ამ თემაზე მუშაობს, მეტად ზოგადია და ხელისუფლების დანარჩენი წევრების დუმილიც გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაშიც მორიგ პოპულისტურ ნაბიჯთან და პენსიონერების კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით ისინი კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტში 30.000 მხარდამჭერის ხელმოწერასაც წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოში საშუალო პენსია 50 დოლარის ეკვივალენტი ლარშია და ის ასაკისა და სტაჟის შესაბამისად იზრდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები