კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებული ფეხბურთელები, დაკითხვის შემდეგ, გაათავისუფლეს

3 მაისი, 2011

დაკავებული ფეხბურთელები  დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს ფეხბურთელები, ბეჭვაია და კირთაძე,  სამართალდამცველები მიერ დაკითხვის შემდეგ, გათავისუფლეს ასევე ქუთაისში დაკავებული ფეხბურთელებიც.

ფეხბურთის ფედერაციაში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. „ჩვენ ერთი წელია, ვებრძვით სამსაჯო კომიტეტს, რომ ასეთი ფაქტები აღმოიფხვრას. მივმართავთ უეფა-ს და ფიფა-ს. რაც უნდა სასტიკი გადაწყვეტილება მიიღონ ამ დანაშაულის შესახებ,  აღვასრულებთ. ვინც თავისი გუნდის თამაშებს და მატჩებს ყიდის, ის სამშობლოსაც ადვილად გაყიდის“, -განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, მსგავს კორუფციულ გარიგებებში სხვა საფეხბურთო გუნდებიც გამოვლინდნენ. სიჭინავამ მადლობა გადაუხადა ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმოამდგენლებს, რომლებმაც აღნიშნული კორუფციული სქემა გაშიფრეს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელები 2 მაისს დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, მათ ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან კორუფციული გარიგებები ედებათ ბრალად.

დაკავებული იყვნენ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის „ბაიას“ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის „ვიტ- ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, ისინი სისტემატიურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობის თანხის სანაცვლოდ წინასწარ ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს.

2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიის და ბოლნისის „სიონის“ მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის „დინამოსა“ და ზუგდიდის „ბაიას“ მატჩი, „ბაიას“ გუნდმა აიღო 12 000 ლარი.
2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ „ვიტ-ჯორჯიასა“ და „სიონის“ მატჩი, „ვიტ-ჯორჯიას“ გუნდმა აიღო 20 000 ლარი.

ძიება გრძელდება, გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

palitratv.ge

ახალი ამბები