კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატის მიმართ ძალადობის გამოძიებას ითხოვს

3 მაისი, 2011

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართავს და მოითხოვს გამოძიებულ იქნას ადვოკატ ვლადიმერ ტაბაღუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, დღეს მათ განცხადებით მიმართა ადვოკატმა ვლადიმერ ტაბაღუამ, რომელიც აღწერს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის ვაჟა ცხვედიანის მიერ პატიმარ ტარიელ საყვარელიძის წამების ფაქტის შესახებ.

ადვოკატი გლდანის # 8 საპყრობილეს ტერიტორიის დატოვებისას, რომელსაც გამოჰქონდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი პატიმრის ახსნა-განმარტებითი წერილი, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა წერილის კონფისკაციის მიზნით უკანონოდ დააკავეს.

ზაზა ხატიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს უმოქმედობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტის ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაცია გაატარებს რადიკალურ ზომებს ადვოკატის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები