კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House - საქართველოში მედია მხოლოდ "ნაწილობრივ" არის თავისუფალი

3 მაისი, 2011

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასების 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო 2009 წლის მონაცემთან შედარებით, 4 ქულით დაწინაურდა და 55 ქულით მალავისთან და მოლდავეთთან ერთად ერთნაირი შეფასება მიიღო.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის თავისუფალი და ახლოს არის იმ ზღვართან, რომლის ქვემოთაც უკვე პრესის მდგომარეობის კუთხით „არათავისუფალი“ ქვეყნების ჩამონათვალი იწყება.

196 გამოკვლეული ქვეყიდან 2010 წლის განმავლობაში არათავისუფალი აღმოჩნდა 63 ქვეყანა - მათ შორის, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და ავღანეთი, 65 ქვეყანაში მედია ნახევრად თავისუფალია - მათ შორის არიან ბალკანეთის ქვეყნები, ასევე უკრაინა, ყირგიზეთი, მოლდოვეთი და საქართველო. ამ სამ ქვეყანაში, „ფრიდომ ჰაუსის“ 2010 წლის კვლევის თანახმად, „მოულოდნელი წინსვლა“ დაფიქსირდა. მოლდოვეთმა, მედიამკვლევართა აზრით, „მნიშვნელოვანი გახსნილობა“ აჩვენა, ყირგიზეთსა და საქართველოში კი მედია განვითარდა „პატარა პოზიტიური ნაბიჯების“ შედეგად.

მკვლევართა შეფასებით, 2010 წლის კვლევამ აჩვენა გლობალური მასშტაბით არსებული „დასანანი ტენდენცია“: პრესის თავისუფლების კუთხით უარყოფითი მიმართულებაა დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი. უნგრეთში, იტალიაში, ისრაელსა და ინდოეთში სულ უფრო მცირდება პრესის შესაძლებლობა, იმოქმედოს თავისუფლად და დამოუკიდებლად.

მედიისათვის ყველაზე საშიში ქვეყნების რიცხვში შედიან: ბელორუსი, თურქმენეთი, ირანი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერითრეა, ლიბია და ჩრდილოეთ კორეა. ამ ქვეყნებში, „ფრიდომ ჰაუსის“ თანახმად, „თავისუფალი მედია ან არ არსებობს, ანდა რის ვაივაგლახით მუშაობს, ობიექტური ინფორმაციის მიღება იზღუდება, პრესის მკაცრი კანონის დამრღვევებს კი რეჟიმები აპატიმრებენ, აწამებენ და მათ მიმართ სხვადასხვა რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ“.

ზოგადად, პრესის თავისუფლების დონემ მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად დაიკლო და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება.

საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, განსხვებულად აღიქვა.

უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დასკვნა მედიის თავისუფლების დადასტურებად მიიჩნია. „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ კი, მინაშვილი დასკვნის შინაარსის უტრირებაში დაადანაშაულა.

„თქვენ უტრირებას ახდენთ იმ სიტყვებისა, რაც მოყვანილია საქართველოსთან მიმართებაში. ის ფრაზა, რაც თქვენ საქართველოსთან მიმართებაში ახსენეთ, მოლდოვასთან მიმართებაშია დაფიქისრებული“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და განმარტა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთთან დაკავშირებით, მხოლოდ ფრაზა "უმნიშვნელო წინსვლაა" ნათქვამი.

აკაკი მინაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანგარიშში პირველი და მნიშვნელოვანი რაც წერია, არის ის, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას და წარმატებას მედიის თავისუფლების სფეროში  პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებით და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალანსებულობით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები