კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამაზ ნიკოლაიშვილი: „გომბორის გზაზე ზაფხულში ყველა პრობლემა მოგვარდება“

4 მაისი, 2011

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
 
მინისტრის თქმით, გზაზე არსებობს მეწყერული ზონები, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. კვლევის შემდეგ მეწყერულ ზონებზე შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და მიმდინარე წლის ზაფხულში მეწყერის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

„თავიდან ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაციის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. იყო 500 მილიონად შეფასებული პროექტის განხორციელების ვარიანტიც, მაგრამ შედარებით იაფი პროექტი ავირჩიეთ, რადგან ამ გზაზე ინტენსიური მოძრაობა არ არის. გზის გახსნის დროს როცა ვთქვი, რომ ამ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა, ის მონაკვეთები ვიგულისხმე, სადაც მეწყერი არ არის. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ამ გზაზე იყო 12 მეწყერული ზონა და მიმდინარეობდა ამ ზონების გამოკვლევა და მათზე დაკვირვება. ეს კვლევა გზის მშენებლობის დაწყებამდე ვერ ჩატარდებოდა, რადგან ამ გზას დატვირთვა არ ჰქონდა. თუ გზაზე დატვირთვა არ მოვიდა, დაზიანებაც არ გაუჩნდება. ჩვენ ვიცოდით, რომ მეწყერი ამ გზაზე პრობლემებს შექმნიდა, მაგრამ ახლანდელი კვლევის შედეგებით, რომელიც 25 მაისს დასრულდება, გავიგებთ რა სამუშაოებია ჩასატარებელი და ზაფხულში ყველა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა  სახიფათოა. მეწყერმა რამდენიმე ადგილზე გზა ხევში წაიღო. ზოგიერთ მონაკვეთზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნები, რაც გზაზე გადაადგილების უსაფრთხოებას ხელს შეუწყობდა. რამდენიმე ადგილი ისეა დაზიანებული, რომ მანქანის გავლის დროს შესაძლოა მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები