კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„რესპუბლიკელები“ იმ ტოტალიზატორების დასახელებას ითხოვს, რომლებთანაც ფეხბურთელები გარიგებაში შედიოდნენ

4 მაისი, 2011

საქართველოს რესპუბლიკური პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს სრული ინფორმაცია იმ ტოტალიზატორების შესახებ, რომლებთანაც ფეხბურთელები გარიგებებში შედიოდნენ.

როგორც „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა განაცხადა, ამ ინფორმაციის დამალვა პარტიას აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს მორიგ სახელისუფლო ბიზნესთან და ხელისუფლების წარმომადგენლეთა მფარველობის ქვეშ მყოფ ტოტალიზატორებთან.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ფეხბურთელების ვინაობასთან ერთად, რომლებიც თითქოსდა გარიგებაში შედიოდნენ ტოტალიზატორებთან, ცნობილი უნდა იყოს ტოტალიზატორების კონკრეტული დასახელებაც.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედიით ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაციები საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ნაციონალურმა ტელეარხებმა ნახევარსაათიანი სიუჟეტები მიუძღვნეს აღნიშნულ ფაქტებს, თუმცა სიმართლე როგორც ყოველთვის, ბოლომდე არ ითქვა. შსს-მ გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით, რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები