კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიღმის ტყე-პარკის სტატუსის შეცვლა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

4 მაისი, 2011

თბილისელებმა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის ნაწილისათვის სარეკრეაციო სტატუსის შეცვლა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

4 მაისს დიღმის ტყე-პარკში უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები - ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე.

მხატვარმა ანა გაბრიაძემ, რომელმაც დიღმის ტყე-პარკისათვის სარეკრეაციო სტატუსის შეცვლის გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა, „თავისუფალ დემოკრატებს“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და პარკში არსებული სიტუაცია დოკუმენტებით გააცნო.

ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ისინი პარკის ტერიტორიის გაყიდვას არ დაუშვებენ. ანა გაბრიაძემ, თავის მხრივ, ჟურნალისტებს აცნობა, რომ 5 მაისს სააპელაციო სასამართლო დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის ნაწილისათვის სარეკრეაციო სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მათ სარჩელს განიხილავს.

დიღმის ტყე-პარკისთვის სარეკრეაციო სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით სარჩელით ანა გაბრიაძემ და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა“ საქალაქო სასამართლოს 2009 წლის ოქტომბერში მიმართეს. გასულ წელს კი, საქალაქო სასამართლომ დიღმის ტყე-პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა და საზოგადოებრივ საქმიანობის ზონის სტატუსი მიანიჭა.

ანა გაბრიაძის თქმით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 75 ჰექტარს მოიცავდა, დღეისთვის კი მხოლოდ 20 ჰექტარია დარჩენილი.

მოგვიანებით, საპროტესტო აქციას თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო თევდორაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკის 7 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო სტატუსის მოხსნა კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვით იყო განპირობებული.

თევდორაძის თქმით, თბილისის გენგეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც აღნიშნულ ტერიტორიას ნებისმიერი სახის მშენებლობისგან იცავს. თუმცა, 2009 წლის სექტემბერში თბილისის სარებულოს მოუწია აღნიშნულ გენგეგმაში ცვლილება შეეტანა, რაც კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვით იყო განპირობებული.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იმ ნაწილზე, რომელსაც სტატუსი შეეცვალა ამჟამად არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. კერძო მესაკუთრეებს აღნიშნულ ტერიტორიის ფლობის უფლება და მასზე მშენებლობის ნებართვები 1999 წლიდან ჰქონდათ მიღებული, ხოლო დიღმის ტყე-პარკში მშენებლობაზე ახალი ნებართვები წლებია აღარ გაცემულა. მომავალში მისი გამოყენება, განაშენიანება და განვითარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი პარკის სტატუსით“, - აცხადებს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები