კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნებამდე მილები მოიტანეს გაზი უნდა გავიყვანოთო, არჩევნების მერე უკან წაიღეს, ნათხოვარი გვქონდაო“

5 მაისი, 2011

პრეზიდენტის დაპირება „გაზი ყველა სოფელს“ ახაშენზე ამ დრომდე არ გავრცელდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ახაშნის ცენტრში ბუნებრივი აირის მილები მიიტანეს და მოსახლეობას გაზიფიცირებას დაპირდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მილები უკან წაიღეს.

„არჩევნებამდე მოიტანენ, დაალაგებენ მილებს. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე ისევ უკან მიაქვთ - ნათხოვარი გვაქვსო“, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, „სოკარ ჯორჯია გაზი კახეთს“ ენერგეტიკის სამინისტროსთან და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული აქვს გრაფიკი და კომპანია გრაფიკის შესაბამისად აწარმოებს სამუშაოებს.

„ყოველ შემთხვევაში ჩვენს პერიოდში ახაშენში რა მილებიც მიიტანეს, ის უკან არავის წაუღია. მე არ მიმიტანია. ის მილები იქ „სოკარმა“ მიიტანა და როცა ახაშენს რიგი მოუწევს, გაზი მაშინ ექნებათ“, - განაცხადა სიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები