კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები და დამატებები შედის

5 მაისი, 2011

სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლების თუ სამსახურში აღდგენის საკითხების რეგულაციებში ცვლილებები შედის.

კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესებულება ვალდებულია, ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი კი ამ კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მოხელე აღდგენილი იქნება სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები