კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსოფლიო ბანკი ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების მიღებას ითხოვს

5 მაისი, 2011

მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ვაზიანი - გომბორი - თელავის გზის მონაკვეთზე მდგომარეობას აფასებს. მსოფლიო ბანკი მოუწოდებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტს, განაგრძონ გზის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყონ გზის ხარისხი და მისი უსაფრთხოება.

„გზის მოვლა-შენახვა კონტრაქტორის ვალდებულებებში შედის. კონტრაქტის დასრულებისთანავე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობას ახალ კონტრაქტორთან გააგრძელებს, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები დროულად გატარდეს. კონტრაქტორი მომავალშიც განაგრძობს მეწყერსაშიში ზონის მუდმივ მონიტორინგს, უზრუნველყოფს დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული გზაზე გადაადგილების უსაფრთხოება. მსოფლიო ბანკი აგრეთვე ადევნებს თვალყურს მოვლენებს და მომავალში გააგრძელებს მთავრობასთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს მის ძალისხმევას“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

ვაზიანი - გომბორი - თელავის „რეაბილიტირებული“ გზა საქართველოს პრეზიდენტმა შვიდი თვის წინ გახსნა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტის მთლიანი ღირებულება 37.5 მილიონი აშშ დოლარია, აქედან ვაზიანი - გომბორი - თელავის საავტომობილო გზის პროექტის ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ვაზიანი - გომბორი - თელავის გზაზე მოძრაობა სახიფათოა. მეწყერმა რამდენიმე ადგილზე გზა ხევში წაიღო. ზოგიერთ მონაკვეთზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი ნიშნები, რაც გზაზე გადაადგილების უსაფრთხოებას ხელს შეუწყობდა. რამდენიმე ადგილი ისეა დაზიანებული, რომ მანქანის გავლის დროს შესაძლოა მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები