კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი „პირველ არხს“ უჩივის

6 მაისი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი „პირველ არხს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში უჩივის. კახეთის საინფორმაციო ცენტრი გადაცემა „მოამბის“ ჟურნალისტს ნინო გომართელს პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დარღვევაში, კერძოდ, პლაგიატში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 2011 წლის 20 აპრილს, 16:00 და 20:00 საათზე, გადაცემა „მოამბე“-ში ფიროსმანის მიერ მოხატული კარის შესახებ გასულ სიუჟეტებს. ორივე სიუჟეტში გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ფოტოები ისე, რომ სიუჟეტში მასალის ავტორი საინფორმაციო საშუალების შესახებ მითითებული არ არის.

„2011 წლის 19 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ნათია დანელიშვილმა და მადონა ბატიაშვილმა, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან მოამზადეს ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი, თუ როგორ წაიღეს დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა ვანო ქვრივიშვილის სახლიდან ფიროსმანის მიერ მოხატული კარი. აღნიშნული ფაქტი ვერცერთმა სხვა მედიასაშუალებამ ვერ გადაიღო, რადგან ისინი შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდნენ. ფოტორეპორტაჟი  19 აპრილს, 19:07 საათზე განთავსდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტ - გაზეთში. რეპორტაჟის ბოლოს, თვალსაჩინო ადგილზე არის რედაქციის მინაწერი: © 2011 კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ყველა უფლება დაცულია. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. მიუხედავად ამისა, გადაცემა „მოამბე“-ში გასული სიუჟეტების ავტორმა ნინო გომართელმა ისე გამოიყენა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტოები (6 ფოტო), რომ არც კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორისთვის და არც ფოტოების ავტორისთვის არ უკითხავს, თანახმა ვიყავით თუ არა, რომ მას ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები საკუთარ სიუჟეტში გამოეყენებინა. ამასთან, სიუჟეტში არ მიუთითა, რომ გამოყენებული იყო კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტოები. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ყველა ფოტოს, რომელიც მას ეკუთვნის, აქვს ლოგო, ქვედა მარჯვენა კუთხეში წარწერით: [ick.ge]. სიუჟეტში არც ეს ლოგო ჩანდა, რადგან აღნიშნული ადგილი ტელეკომპანიის ტიტრებით იყო დაფარული“, - აღნიშნულია საჩივარში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, 21 აპრილს, ის ტელეფონით დაუკავშირდა ნინო გომართელს და სთხოვა განემარტა, რატომ გამოიყენა სტანდარტების დარღვევით კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტოები საკუთარ სიუჟეტში. გომართელმა განაცხადა, რომ ვებგვერდზე განთავსებული ფოტოები დაბლოკილი არ იყო.

„მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა მიმართა პლაგიატს, როცა დაუკითხავად და წყაროს მითითების გარეშე გამოიყენა სხვისი მასალები საკუთარ სიუჟეტში. საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის პირველი მუხლის (პროფესიული სტანდარტები - სიზუსტე) თანახმად პლაგიატი პროფესიული სტანდარტების უმნიშვნელოვანესი დარღვევაა. ჟურნალისტი ვალდებული იყო სხვისი მასალის გამოყენებისას წყარო აუცილებლად მიეთითებინა. ამიტომ, საჩივრით მივმართეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გასწორდეს დაშვებული შეცდომა თანაზომადი საშუალებით“, - აღნიშნავს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

მისივე თქმით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ახალ ამბებს, აუდიო, ვიდეო და ფოტო მასალებს, ხშირად იყენებენ სხვა საერთო ეროვნული ტელეკომპანიები და საინფორმაციო საშუალებებიც ისე, რომ წყაროს არ უთითებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი აპირებს პლაგიატის და საავტორო უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევაზე რეაგირება მოახდინოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები