კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეხვიაშვილების ხუთშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა

11 მაისი, 2011

სოციალური მომსახურების სააგენტომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქალქვაში მცხოვრებ რეხვიაშვილების ხუთშვილიან ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ განუცხადა, რეხვიაშვილების ოჯახი ფულად დახმარებას ივლისიდან მიიღებს.

მისი თქმით, დახმარება 8 წევრზე დაინიშნა. ამასთან, ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც რამდენიმე თვის არის, ბავშვზე ზრუნვის პროგრამაში ჩართეს. პროგრამის ფარგლებში, მოზარდზე, სანამ ის 3 წლის გახდება, ყოველთვიურად 80 ლარი გაიცემა მისი კვებით უზრუნველსაყოფად.

რეხვიაშვილების ოჯახს უკიდურესად უჭირს. მიუხედავად ამისა, 2010 წელს 8 სულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. დახმარების შეწყვეტის მიზეზად სააგენტოს მითითებული აქვს, რომ შორენა ოთიაშვილი „ლაგოდეხავტოგზაშია“ დასაქმებული, სადაც მას არასდროს უმუშავია.

შორენა რეხვიაშვილმა 2011 წლის მარტში დახმარებისთვის „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ მიმართა. შორენა რეხვიაშვილი აღნიშნავდა, რომ რამდენიმე წლის წინ, გაჭირვების გამო 7 თვის შვილი დაეღუპა და ახლაც ისე უჭირთ, რომ ხშირად 5 შვილს ქატოს აჭმევს. რეხვიაშვილების შემოსავალი ბავშვების ბებიის პენსია - 80 ლარია.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით რეგიონში ახორციელებს პროექტს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების ადვოკატირება კახეთში“. პროექტის ფარგლებში ცენტრის იურისტებმა შორენა რეხვიაშვილს იურიდიული დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც რეხვიაშვილების ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტომ განმეორებით გადაამოწმა. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ფოტორეპორტაჟის მომზადების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ ქალქვაში მცხოვრებ რეხვიაშვილების ხუთშვილიან ოჯახს 200 ლარით დაეხმარა, „თბილისის ფორუმის“ მომხმარებლებმა კი ოჯახს პროდუქტი გადასცეს.

ასევე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ რეხვიაშვილების ოჯახთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქმით ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა, რომელიც სწავლობს, რატომ შეუწყდათ რეხვიაშვილებს დახმარება და რამდენად სწორი იყო სააგენტოს ქმედება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები