კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში გლეხები სიმინდის დათესვას ვერ ახერხებენ

13 მაისი, 2011

კახეთში გლეხები სიმინდის დათესვას ვერ ახერხებენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ტრაქტორები, რომლებსაც სათესი აქვს აბმული, ხელისუფლებას ლაგოდეხის რაიონში აქვს გატანილი, სადაც ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს თესენ.

„3 კვირაა დავდივართ მექანიზაციის სერვის - ცენტრებში. 2 – 2 ტრაქტორი ჰყავთ, რომელსაც სათესი აქვს. ერთი ლაგოდეხის რაიონშია გატანილი და მეორე მხოლოდ 5 ჰექტრამდე ფართობი ვისაც აქვს, იქ მიდის დასათესად. ისედაც ძალიან დაგვიანდა სიმინდის დათესვა და ტექნიკის უქონლობა ხელს გვიშლის. გვითხრეს, ჯერ ჰიბრიდული სიმინდი უნდა დაითესოს და მერე დანარჩენიო“, - აღნიშნეს გლეხებმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს მექანიზაციის სერვის - ცენტრებში დაუდასტურეს, რომ ხელისუფლების დავალებით, ტრაქტორები ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს ლაგოდეხის რაიონში თესენ და ისინი გურჯაანის, სიღნაღის და თელავის სერვის - ცენტრებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ლაგოდეხში სამუშაოებს დაამთავრებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები