კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში 9 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებენ

13 მაისი, 2011

უსაფრთხოების ღვედის გარეშე მანქანის მართვის და სხვა დარღვევების მიზეზით, კახეთში 9 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მასობრივად აჯარიმებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაჯარიმებულია 15-ზე მეტი მძღოლი, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

ერთ-ერთი მათგანი ზურაბ თერგიაშვილი ამბობს, რომ შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ის სოფელ ველისციხეში, საუბნო გზაზე დააჯარიმეს. „უსაფრთხოების ღვედი გადაჭერილი მქონდა, მაგრამ უფროსისგან ასეთი დავალება გვაქვსო და 40 ლარით დამაჯარიმეს“, - აღნიშნა ზურაბ თერგიაშვილმა.

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში და პოლიციის რაიონულ განყოფილებებში საპროტესტო აქციების მონაწილეების დაჯარიმების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები