კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენდი გარსიას მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს

13 მაისი, 2011

„აგვისტოს 5 დღის“ ქართულ ვერსიაში ენდი გარსიას თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ამასთან, როგორც ფილმის თანაპროდიუსერმა ნიკა ავალიანმა განაცხადა, რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 5 ივნისიდან ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები.

მისივე თქმით, ფილმის ქართული პრემიერისთვის რეჟისორი რენი ჰარლინი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა.

ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმმა ძალიან კარგი გამოხმაურება მოიპოვა ევროპისა და ამერიკის კინოფესტივალებზე.

მისი მტკიცებით, ფილმი აჩვენეს როგორც ვენეციის, ისე კანის კინოფესტივალზე, ფილმმა მონაწილეობა მიიღო ევროპულ კინობაზრობაზე.

ასევე, ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმი აჩვენეს ლოს-ანჟელესში, ამერიკელმა კინომცოდნეებმა და კინოკრიტიკოსებმა რენი ჰარლინი „აგვისტოს 5 დღე“ შეაფასეს, როგორც სამხედრო დრამა.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას,  რომ ფილმი ეჩვენებინათ ვალენსიის სათავგადასავლო ფილმების კინოფესტივალზე, ავალიანმა განაცხადა, რომ ფესტივალი საგანგებოდ აირჩა, რადგან ფილმი წარმოადგენს სამხედრო დრამას და, გარკვეულწილად, სათავგადასავლო ელემენტებსაც შეიცავს.

„მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვალენსიის სათავგადასავლო კინოფესტივალი „ა“ კლასის ფესტივალად არ ითვლება. ალბათ ეს გემოვნების საკითხია.  თუმცა, არჩევანი ვალენსიის ფესტივალზე სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფილმში არის დრამისა და სათავგადასავლო ფილმის ელემენტები“, - განაცხადა ნიკა ავალიანმა.

ფილმის თანაპროდიუსერი ვერ აკონკრეტებს ფილმის  ბიუჯეტის ზუსტ რაოდენობას. „მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და შეგიძლიათ, მიმართოთ მთავარ პროდიუსერს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა ავალიანმა.

არსებული ინფორმაციით, ფილმის გადაღება,  20 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები