კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიცია იფურთხება, პრეს-სამსახური იმალება

16 მაისი, 2011

მანონ ბოკუჩავა, presage.tv

ქართულმა მედიამ მეტ-ნაკლებად ამომწურავად გააშუქა 7 მაისს რუსთავში „სახალხო კრებისა“ და ორგანიზაცია „არას“ წევრების დაკავების დეტლები. აქცია რომლის მონაწილეებიც დააკავეს, რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს, ვალერი დუღაშვილს ეძღვნებოდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ძველი „ფოკუსები“ არ გაემეორებინა. კონკრეტულად კი დუღაშვილს ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეების დაჭერაში და იარაღის ჩადებაში სდებდნენ ბრალს.

7 მაისს 12 აქციის მონაწილე დაიჭირეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, რუსთავის „სახალხო კრების“ კომიტეტის შეფიცულთა ხელმძღვანელი, გოჩა თედორაძე იყო. დღეს კრების რუსთაველი წევრები თედორაძესთან დაკავშირებით იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მედიას არ გაუშუქებია.

„გოჩა თედორაძემ სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეს განუცხადა, რომ მას რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ვალერი დუღაშვილი დაემუქრა. მან სასამართლოს ოქმში დააფიქსირა, რომ 7 მაისს, დაკავების შემდეგ, ის რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც დუღაშვილმა სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ დაუხოცავდა ოჯახის წევრებს და საკუთარი ხელით დაამარხინებდა მათ. მას შემდეგ, რაც თედორაძე მუქარას არ აყვა, დუღაშვილმა სახეში შეაფურთხა. სასამართლოს მიმდინარეობისას გოჩამ მოგვმართა და გვთხოვა, რომ მისი ოჯახისთვის ყურადღება მიგვექცია. სამწუხაროდ, მოსამართლემ ამ ინფორმაციას ყურადღება არ მიაქცია“, - საუბრობს „სახალხო კრების“ რუსთავის კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, თორნიკე არევაძე.

მისი თქმით, თედორაძესა და დუღაშვილს შორის დაპირისპირისპირება სათავეს, 7 მაისზე გაცილებით ადრე იღებს: „2009 წელს, როდესაც აპრილის აქციების დასრულების შემდეგ დაჭერები დაიწყო, დუღაშვილმა პირადად ჩაუდო იარაღი თედორაძეს. მის დაკავებასაც ის ხელმძღვანელობდა. საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა თედორაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ცოლს, დედას და ძმას. ვალერი დუღაშვილზე არაერთი საჩივარია დაწერილი წლების მანაძილზე, თუმცა პროკურატურა ამ საქმეებს არ იძიებს“.

თავად რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსანი, დუღაშვილი, მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს.

შსს ქვემო ქართლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამარ დოდაშვილის მობილურ ტელეფონზე დარეკვისას, მას შემდეგ, რაც პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტად ვეცნობით, გვეუბნებიან, რომ ნომერი გვეშლება. არადა, აღნიშნულ ნომერზე, რეგიონის ჟურნალისტები ქალბატონ თამარს არაერთხელ დავკავშირებივართ.

ორიგინალი

ახალი ამბები