კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ აქციის მონაწილეების დევნის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

16 მაისი, 2011

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი, რითაც უფლებადაცვითი ორგანიზაცია სამართალდამცავების მიერ 9 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლების დაჯარიმების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდა.

„როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2011 წლის 11 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მიშა ცანკაშვილი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რის გამოც ჩამოერთვა ავტომანქანა და დაჯარიმდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით; დათო ლაზაშვილი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მართვის უფლებით შესაბამისი კატეგორიის გარეშე, ხოლო მანევრირების წესების დარღვევისათვის გაჩერებული, გიორგი ვარამაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა, რის გამოც ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები გადაყვანილ იქნა სოფელ ბადიაურის საჯარიმო ავტოსადგომზე, ხოლო გადამოწმების შედეგად ავტომანქანა დაუბრუნდა მფლობელს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელთა ქმედებაში არ შეინიშნება დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნავს რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ ზუბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 10 მაისს, საღამოს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს გიორგი ვარამაშვილს, დათო ლაზაშვილს და მიშა ცანკაშვილს მიკროავტობუსები წაართვეს. მძღოლები თბილისი - გურჯაანის რეისს ასრულებდნენ, როცა სამართალდამცავებმა ისინი სოფელ ჩალაუბანში გააჩერეს, მიკროავტობუსებიდან მგზავრები ჩამოყარეს და მანქანები მიზეზის დასახელების გარეშე, ევაკუატორებით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

მძღოლების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათთვის არ გაუცვნიათ ვინაობა და ადგილზე არც სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენიათ. აღსანიშნავია, რომ სამივე მძღოლი, 9 მაისს, „ქართული პარტიის“ დაკვეთით, კახეთის რაიონებში ხალხის გადაყვანას უზრუნველყოფდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები