კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყვანეს

18 მაისი, 2011

18 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმის რეპეტიციაზე ახალი ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საიტი „ჯეო-არმი“ ავრცელებს.

იქვე აღნიშნულია, რომ „დიდგორი“ საქართველოშია წარმოებული. საიტის ინფორმაციით, ქართულ ჯავშანმანქანასთან ერთად რეპეტიციაზე ებრაული წარმოების ჯავშანმანქანა „რაფაელ-ვულფი“ და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სპაიდერ-რს“ გამოჩნდა.

„ჯეო-არმი“, ამ საიტის ადმინისტრატორთა ინფორმაციით, საქართველოს შეირაღებული ძალებისადმი მიძღვნილი ინტერნეტ-რესურსია და მას არავითარი კავშირი არა აქვს თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ოფიციალურ სტრუქტურასთან.

18 მაისს სამხედრო აღლუმის რეპეტიცია რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეპეტიციაში, შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად, ჩართული იყო სახმელეთო და საჰაერო ტექნიკაც.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამზადისში „სუხიშვილებიც“ მონაწილეობდნენ. 26 მაისს ისინი სამხედრო ფორმებში შეასრულებენ ცეკვას - „ხორუმი“.

რეპეტიციის გამო, ავტოტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეზღუდული იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები