კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინოწმინდელები სტრასბურგში ჩივიან

18 მაისი, 2011

სოფო გეწაძე

ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულების სარჩელი „ეკოლოგიურმა სამართლის ცენტრმა“ 17 მაისს სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნა. როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს არის პირველი სარჩელი, რომელიც ევროსასამართლოში საქართველოდან ეკოლოგიის პრობლემების შესახებ გაიგზავნა.

ეკოლოგები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასაჩივრებენ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავთობის ამოფრქვევის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური კომპენსაციის გადაცემის მოთხოვნა. სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფლდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზეც. 

როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ პრეკონფერენციაზე აღნიშნა, ევროსასამართლოსგან მოსარჩელეები მოითხოვენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების - „სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და პირადი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების“  დაცვას.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და თბილისის საქალაქო სასამართლო იძულებული გახდება, დაზარალებულთათვის მატერიალური კომპენსაციის გადაცემის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

როგორც ნინოწმინდის მაცხოვრებელი ზაირა ბედოიძე აღნიშნავს, ნავთობის ამოფრქვევის შედეგად გაიზარდა სიკვდილიანობა, სხვადასხვა სახის დაავადებები: „როგორც ჩვენი ექიმი ამბობს, ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების რაოდენობა, სხვა სოფლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია“.

ამასთან, ნინოწმინდის მოსახლეობამ მატერიალური ზარალიც განიცადა.  ნავთობკომპანიამ კი დაზარალებულებს მხოლოდ ერთი წლის მოსავლის თანხა აუნაზღაურა.

ევროსასამართლოში ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებული 2 420 ადამიანის საჩივარი გადაიგზავნა.

ნავთობი ნინოწმინდაში 2004 წლის 10-12 სექტემბერს ამოიფრქვა „კანარგო ჯორჯიას“ ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილიდან. ამ კატასტროფამ კახეთის სამი სოფლის - ნინოწმინდის, გაღმაუბნისა და წყაროსთავის მოსახლეობა დააზარალა. დაზარალებულები ზიანის ანზღაურებისათვის თითო მოსახლეზე 50 000 ლარს ითხოვდნენ.

ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ მათ კუთვნილ ჭაბურღილზე მომხდარ ავარიას არც დაავადებების გავრცელება და არც სასმელი წყლის დაბინძურება არ გამოუწვევია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალზე www.hridc.tv  ნინოწმინდის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ გიორგი ჯანელიძის ვრცელი საგამოძიებო ფილმი -„ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“.  ეს თემა რამდენიმე წელია, აქტიურად შუქდება Humanrights.ge-ზეც.

ახალი ამბები