კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია დააკავეს

18 მაისი, 2011

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, წულაია მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო აქციას მართავდა.

გოგი წულაია, თანაპარტიელებთან, ერთად საღებავებით ნაგვის უნრებზე აკეთებდა წარწერებს: „მიშა, წადი!“

საპატრულო პოლიციამ მას ბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

„თავისუფალი საქართველო“ გოგი წულაიას დაკავებას მალევე გამოეხმაურა. პარტია ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებს.

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაგრძელებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გააჩნია განსხვავებული აზრი და არსებული რეჟიმის წინააღმდეგ საკუთარ პროტესტს გამოთქვამს“, - აცხადებენ პარტიაში

„თავისუფალ საქართველო“ წულაიას დაკავებას უკავშირებს რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგს, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხელისუფლება გააკრიტიკა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგი წულაია ქუთაისის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები