კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები აშშ-ს და ევროკავშირს ადამიანის უფლებათა სფეროში გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდიან

19 მაისი, 2011
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკას და ევროკავშირს ადამიანის უფლებათა სფეროში გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდიან. განცხადებას "კონსტიტუციის 42-ე მუხლი ავრცელებს"

ისინი გამოხატავენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი ხალხისთვის გაწეული განსაკუთრებული დახმარებისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობისთვის. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვალ შეიკრიბებიან და ხელმოწერით შეუერთდებიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი გასაგზავნ მიმართვას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე სამადლობელო წერილით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, სადაც გამოხატავენ თავიანთ ღრმა პატივისცემასა და სთხოვენ ევროკავშირს, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის მექანიზმები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები