კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას ისევ ინკასო ადევს

20 მაისი, 2011

კახეთში, სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობას შემოსავლების სამსახურის მიერ ისევ ინკასო ადევს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებმა აცნობეს, რომლებმაც დღეს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დახმარება ვერ აიღეს. ერთ-ერთი მათგანი ექვსი შვილის დედაა, რომლის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი საარსებო შემწეობაა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრს, რეგიონში, 93 სოციალურად დაუცველი ოჯახის სოციალურ დახმარებაზე აქვს ინკასო დადებული.

აღსანიშნავია, რომ კახეთში ინკასო ედო 533 პენსიონერის პენსიასაც. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ამის შესახებ ინფორმაცია20 აპრილს გაავრცელა. იმავე დღეს შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ თელავის რეგიონალურმა ცენტრმა 533-ვე პენსიონერს პენსიაზე დადებული ინკასო მოუხსნა, თუმცა მარტისა და აპრილის პენსია ვერც მათ მიიღეს. „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში პენსიონერებს განუმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურმა მათი პენსია ბიუჯეტში გადარიცხა.

კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ინკასო სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ დახმარებასაც მოეხსნა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. გიორგი სიბაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში კი კომენტარი არ გააკეთეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები