კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული პარტიის“ აჭარის ლიდერი ნაცემია

23 მაისი, 2011

„ქართული პარტიის“ აჭარის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა გოგიტიძე ნიღბიანებმა საკუთარ სახლთან სცემეს. გოგიტიძის განცხადებით, ის ბათუმში, საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა, როცა ოთხი ნიღბიანი თავს დაეცა და ცემა დაუწყო.

„მანქანაში ვჯდებოდი, როცა ნიღბიანი პირები უკნიდან მომეპარნენ, წამაქციეს და ცემა დამიწყეს. წაქცეულს წიხლებს მირტყამდნენ“, - განაცხადა გოგიტიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას. მისი თქმით, ნიღბიანები თურქული სანომრე ნიშნისმქონე ავტომანქანით იყვნენ.

როგორც გოგიტიძე ამბობს, იგი სახლიდან პარტიის ოფისში მიდიოდა, სადც დღეს გამართულ აქციებთან დაკავშირებით თანაგუნდელებთან მოლაპარაკება უნდა გაემართა. მომხდარს გოგიტიძე თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა, მისივე თქმით, არ გამოჩენილა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. გოგიტიძემ საავადმყოფოში გადაყვანზე უარი განაცხადა.

იზა სალაყაია, გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“

ორიგინალი

ახალი ამბები