კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი ბადრი ბასიშვილი სპეცრაზმელებთან ერთად გამოჩნდა

23 მაისი, 2011

22 მაისს „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ ტერიტორიაზე მობილიზებულ სპეცრაზმელებთან ერთად ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც გამოჩნდა. „პალიტრა-TV“-მ რამდენიმე კადრის გადაღება ფარულად შეძლო.

ბადრი ბასიშვილს ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებს, რომ იგი ხელისუფლების „ზონდერბრიგადებს“ ხელმძღვანელობს. ბასიშვილის გვარი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ სკანდალშიც ფიგურირებდა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ რატომ არის ბადრი ბასიშვილი სპეცრაზმელებთან ერთად, პასუხი დეპუტატის გვერდით მჯდომმა სპეცრაზმელმა გასცა და განაცხადა, რომ ბასიშვილი მასთან არის სტუმრად.

თავად ბადრი ბასიშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გადაცემაშია მიწვეული და სწორედ ამიტომ არის იქ.

„ინტერპრენიუსი“ ბადრი ბასიშვილისგან ასევე შეეცადა, მიეღო კომენტარი „ქართული პარტიის“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ბასიშვილმა ამ კითხვას არ უპასუხა და „ინტერპრენიუსს“ ურჩია, სხვა რესპონდენტი მოძებნოს.

23 მაისს ოპოზიციამ დეპუტატი ბადრი ბასიშვილი საპროტესტო აქციაში მონაწილეთა შორის პროვოკატორების შეგზავნაში დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილ აქციაზე მყოფ ერთ-ერთ უცნობ პირს მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინა, რაზეც მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი აქციის მონაწილე იყო.

მოგვიანებით ინციდენტში ჩაერია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძემ მოუწოდა ბასიშვილს, „საპროტესტო აქციაზე პროვოკატორების შეგზავნისგან თავი შეიკავოს“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები