კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს

23 მაისი, 2011

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიციის თანამშრომლების მიერ გურჯაანში, „სახალხო კრების“ მხარდამჭერის გიორგი ფირალიშვილის გატაცების, დაკავებისა და მისთვის სამთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, აღნიშნულ საქმეზე სასწრაფო რეაგირება მოახდინოს.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს განუცხადეს, პოლიციის თანამშრომლებმა 57 წლის გიორგი ფირალიშვილი 21 მაისს, დილის 7 საათზე, საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიტაცეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ფირალიშვილის გატაცებისა და დაპატიმრების მიზეზი „სახალხო კრებასთან“ მისი თანამშრომლობა გახდა.

თელავის რაიონული სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა გიორგი ფირალიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენაში, რაც სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან 20%-ის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასკმარისად იქნება მიჩნეული - ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

გიორგი ფირალიშვილს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა - 90 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა. დაზუსტებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 12 წუთს გაგრძელდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები