კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეფიცულთა რაზმის წევრი დააჯარიმეს წარწერისათვის - „მიშა წავა“

24 მაისი, 2011

„სახალხო კრების“ ქობულეთის კომიტეტის „შეფიცულთა“ რაზმის წევრი მინდია შაინიძე, ქობულეთის მაგისტრატმა მოსამართლემ 16 მაისს 400 ლარით დააჯარიმა. შაინიძეს ჯარიმა საპატრულო პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით გამოუტანეს.

როგორც „სახალხო კრების“ წარმომადგენელბი ამბობენ, აქციის მონაწილეები ხეებზე, სანაგვე ურნებსა და საავტომობილო გზაზე აწერდნენ - „მიშა წავა“. მისივე თქმით, საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პიროვნება ფაქტზე - წარწერის დატოვებისას ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე დააკავა.

„სახალხო კრების“ ქობულეთის კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „შეფიცულთა რაზმის“ წევრის დაკავება კანონის ნორმების დარღვევით მოხდა: „არანაირი შეფერხება არ იყო ქუჩებში მოძრაობისას. უცებ მოვარდა პატრულის თანამშრომელი, დააკავეს ერთ-ერთი ჩვენი შეფიცული, ჩვენს შეკითხვაზე - რა საფუძლით აკავებდნენ, არაფერი გვიპასუხეს“.

დაჯარიმებული მხარეს ერთვიანი ვადა მიეცათ ჯარიმის გადასახადად. თუმცა მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები