კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სახალხო კრებამ“ 20 – 21 მაისს დაკავებული აქტივისტების სია გამოაქვეყნა

24 მაისი, 2011

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

„სახალხო კრებამ“ 20 – 21 მაისს დაკავებული აქტივისტების სია გამოაქვეყნა. დაკავებულთა შორის არიან „სახალხო კრების“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრები გია გურგენიშვილი, გიორგი ყაველაშვილი და გელა დიღმელაშვილი. „სახალხო კრების“ ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული აქტივისტის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

20 მაისს დაკავებული აქტივისტები

1. თემურ სმოევი – ,,სახალხო კრების” გლდანის რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს.  დაეკისრა 400 ლარიანი ჯარიმა.

2. ბაჩო ბექაური – ,,სახალხო კრების” დიდუბის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს.  დაეკისრა 400 ლარიანი ჯარიმა.

3.  მურთას ხარძიანი - ,,სახალხო კრების” კრწანისის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

4. მიხეილ ნამიჭეიშვილი - ,,სახალხო კრების” კრწანისის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

5.  დავით არღვლიანი - ,,სახალხო კრების” კრწანისის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

6. ვლადიმერ შახპაზიდი - ,,სახალხო კრების” კრწანისის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს რაიონულ ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

21 მაისს დაკავებული აქტივისტები

1. ოთარ  ანგურიძე  - დააკავეს წყნეთში,  სახლიდან გამოსვლის დროს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა;

2.  ბადრი ქველიძე და მასთან ერთად ხუთი აქტივისტი მარნეულის, ქუთაისის და ზესტაფონის ,,სახალხო კრების“  წინააღმდეგობის კომიტეტებიდან. დააკავეს ქ.ზესტაფონში, ჩამოართვეს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა.

3. გიორგი ყაველაშვილი   -  „სახალხო კრების” საგარეჯოს რაიონის შეფიცულთა ხელმძღვანელი. დააკავეს საგარეჯოში.    

4. დიტო ორმოცაძე  - დააკავეს თბილისში, „სახალხო კრების” გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. შუაღამისას, ტელეფონით დაუკავშირდა შსს-ს გლდანის #1 სამმართველოს უფროსი კობა ჩადუნელი, რომელმაც გამოიყვანა სახლიდან.  რის შემდეგაც დიტო ორმოცაძის  სახლთან მივიდნენ სხვა პოლიციელები და იგი  წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.                  

5. ზვიად ბერაძე  - ,,სახალხო კრების გლდანის რაიონული ორგანიზაცია”. ადგილსამყოფელი უცნობია.

6. გოგი ჯავახიშვილი  - ,,სახალხო კრების” გლდანის რაიონული ორგანიზაცია. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

7. მამუკა გრძელიძე - ,,სახალხო კრების” გლდანის რაიონული ორგანიზაცია. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

8. მირზა კოჩაძე - ,,სახალხო კრების” გლდანის რაიონული ორგანიზაცია. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

9. ზაზა ყორღანაშვილი - ,,სახალხო კრების” გლდანის რაიონული ორგანიზაცია. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

10. თემურ ჟღენტი და მასთან ერთად „სახალხო კრების" სამგორის კომიტეტის ექვსი წარმომადგენელი. დააკავეს, გაიყვანეს ქალაქიდან და დატოვეს ნორიოში. თემურ ჟღენტის ადგილსამყოფელი უცნობია.

11. გია კოტარია  - დააკავეს სახლთან. მიესაჯა ერთვიანი პატიმრობა.

12. ავთანდილ თედიაშვილი  -  „სახალხო კრების” სამგორის რაიონის ახალგაზრდული მოძრაობისს ხელმძღვანელი. დააკავეს ოფისთან ახლოს. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

13. ემზარ ახვლედიანი - ,,სახალხო კრების” ისნის რაიონული კომიტეტი. დააკავეს ოფისთან ახლოს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

14. გოჩა წიკლაური  - დააკავეს ქალაქში მოძრაობის დროს. მიესაჯა ერთთვიანი პატიმრობა.

15. უშანგი ჯანიბეგაშვილი - ,,სახალხო კრების” ისნის რაიონული კომიტეტი. დააკავეს სახლში. ნაცემია. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

16. ზურაბ ბანკარაშვილი - ,,სახალხო კრების”  ქარელის რაიონული კომიტეტი, დააკავეს ტელევიზიასთან.  დაეკისრა  400 ლარიანი ჯარიმა.

17. დიმიტრი ხუჯაძე  -  ,,სახალხო კრების”  ქარელის რაიონული კომიტეტი, დააკავეს ტელევიზიასთან.  დაეკისრა  400 ლარიანი ჯარიმა.

18. ბესო დანელია  - ,,სახალხო კრების” გლდანის ახალგაზრდული რაიონული მოძრაობის ხელმძღვანელი, ფეხმძიმე მეუღლესთან  ერთად სასტიკად სცემეს, იმყოფებიან  მე-8 სავადმყოფოში. ბესო დანელიას ფეხი აქვს მოტეხილი და აქვს სხვა დაზიანებები.

19. გია გურგენიშვილი - კონსერვატიული პარტიის  საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. დააკავეს სახლში.

20. გელა დიღმელაშვილი - ,,სახალხო კრების”  საგარეჯოს  რაიონული ორგანიზაცია. დააკავეს სახლში.

21.  გოჩა ცხადაია - მიკროავტობუსის მძღოლი. დააკავეს ქ. ხობში, იმყოფება ქ.ხობის პოლიციაში. სასტიკად ნაცემია.

22. ზურაბ აბულაძე - მიკროავტობუსის  მძღოლი.დააკავეს თერჯოლის ტრასაზე. ნაცემია.

23. ზაზა მაკარაძე  და მასთან ერთად  მიკრიავტობუსის ოთხი მძღოლი. დააკავეს ფონიჭალაში; გამოუწერეს 60-ლარიანი ჯარიმები. 

24. ნაურ ჯიქია - ,,სახალხო კრების” დარბაზის წევრი, დევნილთა კომიტეტის წევრი. პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემია.

25. იური კვარაცხელია - ,,სახალხო კრების დევნილთა კომიტეტის   წევრი”. დააკავეს წყნეთში  სახლიდან გამოსვლის დროს.   მიესაჯა 35 დღიანი პატიმრობა.

26. ალექსანდრე ნადირაშვილი  - 18 წლის. დააკავეს მანიფესტაციის დროს, დროშის ტარებისათვის. მიესაჯა ორთვიანი პატიმრობა.

27. ლომერ ფერია -  ჩხოროწყუდან მომავალი  დააკავეს გორში ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით.  ჩამოართვეს ავტომობილი ოპელ ასტრა, სახელმწიფო  ნომერი:  FDF  748. უარი უთხრეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.  დაჟინებული მოთხოვნით გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება.

28. მიხეილ გოგიჩაიშვილი  -  ,,სახალხო კრების” გორის  რაიონული კომიტეტი. დააკავეს ქ.გორში. ადგილსამყოფელი უცნობია

29. დავით იჩკიტიძე  -  ,,სახალხო კრების” ხარაგაულის კომიტეტი. დააკავეს აქციის მანიფესტაციის დროს. დაეკისრა 400 ლარიანი ჯარიმა.

30. დავით ციცქიშვილი  - ,,სახალხო კრების” ხარაგაულის კომიტეტი. დააკავეს აქციის მანიფესტაციის დროს. დაეკისრა 400 ლარიანი ჯარიმა.

31. ჯაბა იჩკიტიძე ,,სახალხო კრების” ხარაგაულის კომიტეტი. დააკავეს აქციის დროს. დაეკისრა 400-ლარიანი ჯარიმა.

ახალი ამბები