კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია უჩავამ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა

24 მაისი, 2011

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დაკავებულმა გია უჩავამ დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უჩავას ადვოკატმა, კონსტანტინე ბაძაღუამ განუცხადა, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა.

„თქვა, რომ არ ვარ მართალიო. მან ასევე განაცხადა, რომ სჯობდა პოლიციასთან დაპირისპირება არ მოსვლოდა“, - განაცხადა კონსტანტინე ბაძაღუამ.
ადვოკატმა განაცხადა, რომ უჩავას საპროცესო გარიგების უფლება აქვს.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 54-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. უჩავას ბრალი ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გია უჩავა 22 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 22 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა უჩავა დააკავეს. ამის შემდეგ, სახალხო კრების აქტივისტებმა პოლიციის ავტომანქანას ხელკეტები დაუშინეს და მინები დაამსხვრიეს. ამას სპეციალური დანიშნულების რაზმის რეაგირება მოჰყვა. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ინტერნეტრესურსების ინფორმაციით, 56 წლის გია უჩავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს, ის გამსახურდიას გვერდით იდგა და დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დღეს ის „შეფიცულების“ წევრია.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ადვოკატებმა მანანა კობახიძემ და ნათია კორკოტაძემ გია უჩავას საქმე აიცილეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ განუცხადა, თვითაცილების შუამდგომლობა წუხელ, ე.წ. მოდულის შენობაში უჩავას დაკითხვის წინ დასვეს, ვინაიდან დაკავებული დანაშაულის აღიარებას აპირებდა. მანანა კობახიძის თქმით, მიიჩნიეს, რომ დაკავებული ეიფორიაში იმყოფებოდა და დაკითხვაში არ უნდოდათ მონაწილეობის მიღება; ამასთან, პოზიციები დაკავებულსა და დამცველებს შორის შეთანხმებული არ იყო.

ვიდეო

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები