კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყნების რეიტინგში 134-ე ადგილზეა

25 მაისი, 2011

საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყნების სიაში 134-ე ადგილზეა. ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გლობალური მშვიდობის ინდექსს (Global Peace Index) ორგანიზაცია Vision of Humanity აქვეყნებს.

სიაში სულ 153 ქვეყნის მონაცემებია. პირველი ადგილი ისლანდიამ დაიკავა, მეორე _ ახალმა ზელანდიამ, აშშ 82-ე პოზიციაზეა, ჩინეთი _ 80-ზე, რუსეთმა კი 147-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგი 23 მაჩვენებლის მიხედვით ყალიბდება, რომელთა შორის არის ქვეყანაში კორუფციის დონე, სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა და შეიარაღებული ძალების და სამართალდამცეველების რაოდენობა.

ქვეყნების მშვიდობისმოყვარეობის რეიტინგი 2007 წლიდან ქვეყნდება. 2009 წელს საქართველო 134-ე ადგილზე იყო, 2010 წელს კი 142-ე პოზიცია დაიკავა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები