კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ბათიაშვილი მისი გაუჩინარების შესახებ საუბრობს

30 მაისი, 2011

სახალხო კრების ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც მისი ოჯახის განცხადებით საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ დაკარგული იყო, 28 მაისს საკუთარ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გაუჩინარების დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა.

ბათიაშვილმა, რომელსაც დაზიანების გარეგნული ნიშნები სახეზე არ აღენიშნება, განაცხადა, რომ 26 მაისს აქციის დაშლის დაწყებისას მას სპეცრაზმელებმა თავში დაზიანებები მიაყენეს; შემდეგ ის "მოვლენათა ეპიცენტრიდან“ თანხმლებ პირებთან ერთად რუსთაველის კინოთეატრის შენობაში და შემდეგ სახურავზე აღმოჩნდა. ამ პერიოდში, მისი თქმით, მას მიზნობრივად დევნიდნენ და „ცეცხლსასროლ იარაღს“ ესროდნენ, რადგან მისი „ლიკვიდაცია“ სურდათ. თუმცა როგორც ბათიაშვილი ყვება, ის დაუსხლტა სამართალდამცავებს ერთი შენობიდან მეორე შენობის სახურავზე გადასვლის გზით და 15 საათის განმავლობაში, მათ შორის სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს, რუსთაველის გამზირზე „მძიმე დაზიანებებით“ ერთ–ერთ შენობას აფარებდა თავს თანხმლებ პირებთან ერთად. მისი თქმით, შემდეგ ვინმე „გიორგიმ“ თემქაზე თავისი ახლობლის სახლში წაიყვანა, სადაც დღემდე რჩებოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ტელეფონის საშუალებით ვერ დაუკავშირდებოდა ოჯახს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აქციებსა თუ პრესკონფერენციებზე აპროტესტებდნენ მის დაკარგვას. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ 27 მაისს ერთი პიროვნების მეშვეობით ჰქონდა მცდელობა ოჯახთან კავშირზე გასვლის, მაგრამ ამ ცნობას მისი მეუღლე არ ენდო.

“მე დავუბრუნდი ჩემს სახლს და პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება,“– განაცხადა მან და დასძინა, რომ ახლა მისი "დაპატიმრება“ სურთ.

ბათიაშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც პოლიციამ განაცხადა, რომ მისი ძებნა ოჯახის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაიწყო. შსს–მ ასევე განაცხადა, რომ არ აპირებდა ბათიაშვილის დაკავებას.

ბათიაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფარულ ვიდეო–მასალაზე, რომელიც შსს–მ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ამ მასალებში „საერთოდ არაფერი არ არის“, რაც ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე მიანიშნებს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ სრულად გამოაქვეყნოს ის ფარული ჩანაწერები, სადაც სხვებთან ერთად თავადაც ფიგურირებს. მისი თქმით, სახალხო კრების წარმომადგენლის, გადამდგარი გენერლის, გია უჩავას აღიარებითი ჩვენება, სადაც ის ძალადობრივ გეგმებზე საუბრობს, „სისულელეა“ და  „ზეწოლის“ და გარკვეული „პრეპარატების ზემოქმედების“ ქვეშ არის ჩაწერილი.

civil.ge

ახალი ამბები