კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იმ დროს, როცა რუსთაველის გამზირზე აქციას არბევდნენ, „იმედის“ ეთერში პოკერს თამაშობდნენ

31 მაისი, 2011

ნატა ძველიშვილი, მედია.გე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტრო“ პირდაპირ ეთერში უწყვეტად აშუქებდა. 26 მაისს, ღამით, აქციის დარბევის შემდეგ, ეთერში ჩართეს ოპოზიციის ლიდერები, მათი ოჯახის წევრები, აქციის მონაწილეები, რომლებმაც მიმდინარე მოვლენები 1989 წლის 9 აპრილს შეადარეს, სპეცრაზმს კი ძალის გადამეტებაში დასდეს ბრალი.

„მაესტრომ“ ასევე გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, სადაც ნათქვამია,  რომ სპეცრაზმმა არაპორპორციული ძალა გამოიყენა.  ეთერში გაუშვეს ის კადრებიც, სადაც ჩანს,  თუ როგორ ეჯახება  ოპოზიციის ერთერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ესკორტის მანქანა პოლიციელს. „მაესტრო“ აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას დაკავებულებისა და დაკარგულების შესახებ.

დარბევის კადრების რეტრანსლირებას გადასცემდა „კავკასიაც“, თუმცა ამ ტელეკომპანიამ მაუწყებლობა მალევე დაასრულა, დანარჩენმა მაუწყებლებმა კი აქციის დარბევის  შესახებ მოსახლეობას 2 საათის დაგვიანებით ამცნეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ სპეციალური გამოშვება 15-წუთიანი ქრონომეტრაჟით გაუშვა. პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციამ კი რამდენიმე ადგილას გამზადებული ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ და შეგროვებული ქვები ნახა, რომლის გამოყენებას, „სავარაუდოდ, პოლიციის წინააღმდეგ“ აპირებდნენ.

„აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესია არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით აქციის მონაწილეებზე“, - განაცხადა ნათია ტრაპაიძემ პირდაპირ ეთერში ჩართვისას. შემდეგ აჩვენეს, თუ როგორ დააკავეს ოპოზიციის ლიდერები. გამოშვების დასასრულს, აქცენტი დაზიანებულ სცენაზე გაკეთდა, რომელიც აღლუმისთვის იყო გამზადებული.

სპეციალური გამოშვებით „კურიერი“ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გავიდა. შემდგომ გამოშვებებში  გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია და პირდაპირ ეთერში შსს-ს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ჩართეს, რომელმაც დაზარალებულებზე ისაუბრა. წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადრება, რის მიხედვითაც,   პოლიციას უფლება ჰქონდა დაეშალა არასანქცირებული მიტინგი. ეთერში გადიოდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს ხალხს სპეცრაზმი და შემდეგ როგორ ტოვებს რუსთაველის გამზირს.

26 მაისს. 01:30 საათზე 15-წუთიანი ქრონომეტრაჟით გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველის არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეც“. პირდაპირ ეთერში ჩაერთო ჟურნალისტ თამარ ურუშაძე. მან დარბევის კადრების ჩვენების შემდეგ ყურადღება გაამახვილა, რომ მომიტინგეები მერიის წარმომადგენლებმა დაშლის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. გადაცემის ბოლო ნაწილი კი საქართველოში აშშ-ს ელჩის გამოსვლას დაუთმო, სადაც დიპლომატი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოიწოდებს. აქციის დაშლას „პირველი არხი“ მთელი ღამის განმავლობაში აღარ გამოხმაურებია.

ტელეკომპანია „იმედმა“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შესახებ მაყურებლებს 26 მაისს, 02:00 საათზე ამცნო, მანამდე მის ეთერში პოკერს თამაშობდნენ. საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანის, ლაშა ხარაზიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები არასაანქცირებული მიტინგის გამო მერიამ რამდენჯერმე გააფრთხილა, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაშალა. გავრცელებულ კადრებში მომიტინგეები მშვიდად ტოვებენ რუსთაველის გამზირს. „იმედმაც“ ისაუბრა ჯონ ბასის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ელჩმა საზოგადოებას მოუწოდა, აღლუმის ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ. წამყვანმა ასევე ისაუბრა საიას განცხადებაზე არასანქცირებულ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით. ღამის განმავლობაში „ქრონიკა“ კიდევ ერთხელ გავიდა ეთერში. ბოლო გამოშვებაში გარდაცვლილ პოლიციელზე გაამახვილეს ყურადღება.

იმ დროს,  როცა  რუსთაველის გამზირზე აქციას არბევდნენ, ტელეკომპანია „რეალ ტივის“ ეთერში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ გადიოდა სიუჟეტი. აქციას მხოლოდ ღამის 3-ის ნახევარზე გამოეხმაურნენ. ძირითადი აქცენტი დაღუპულ პოლიციელზე გაკეთდა. მრავალჯერ აჩვენეს ის კადრები, სადაც ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთი მანქანა პატრულის თანამშრომელს ეჯახება. მათ ასევე არაერთხელ გაუშვეს მასალა, სადაც ჩანს,  თუ როგორ ტოვებს რუსთაველის გამზირს ნინო ბურჯანაძე მანამ, სანამ სპეცრაზმი  მომიტინგეთა წყლის ჭავლით დაშლიდა. ტელევიზიამ  დანარჩენი დრო ბურჯანაძის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებს დაუთმო.

ახალი ამბები