კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო აქციის დაშლისას გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

31 მაისი, 2011

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლებმა, კასტრიოტ ისლამმა (ალბანეთი) და მიქაელ ასტრუპ იენსენმა (დანია) გამოხატეს უკმაყოფილება თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას, პოლიციის მიერ არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის გამოყენების ფაქტზე.

თანამომხსენებლები კითხვის ქვეშ არ აყენებენ ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის ლეგიტიმურ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი და ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ სხვა ადგილზე გადანაცვლებაზე.

მიუხედავად ამისა, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმ მრავალ ცნობაზე, რომ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალა აქციის დასაშლელად.

„ჩვენ გვაფიქრებს ცნობები პოლიციის მიერ არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე. ხელისუფლებამ უნდა სრულყოფილად, სანდოდ და გამჭვირვალედ გამოიძიოს აღნიშნული ცნობები და გონიერი ვადაში წარუდგინოს შედეგები საზოგადოებას. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოიწვიონ მდგომარეობის შემდგომი დაძაბვა“, - განაცხადა ორივე თანამომხსენებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები