კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა კვინტრაძე ფოტოზე კიდევ ერთმა მეგობარმა ამოიცნო

1 ივნისი, 2011

ნიკა კვიტრაძე ფოტოზე კიდევ ერთმა მეგობარმა ამოიცნო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, კვინტრაძის საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებმა გარდაცვლილის მეგობარს აკაკი სვანიძეს ფოტო აჩვენეს, რომელზეც გამოსახულია, 26 მაისის აქციის დარბევისას თუ როგორ წევს ასფალტზე სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე.

სვანიძის თქმით, ფოტოზე ნამდვილად მისი მეგობარია გამოსახული. მანამდე კვიტრაძე კიდევ ერთმა მეგობარმა, ავთანდილ რეხვიაშვილმა ამოიცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები 27 მაისს თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს. შსს-ს ვერსიით, კვინტრაძე და ასათიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.

კვინტრაძე 31 მაისს დაკრძალეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები