კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ბადრი ბიწაძეს გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა

1 ივნისი, 2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.

„2011 წლის 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულ, ბადრი რეზოს ძე ბიწაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს- ასი ათასი ლარის გამოყენების შესახებ. 2011 წლის 1 ივნისს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა პროკურატურის შუამდგომლობა“, - ნათქვმია მთავარი პორკურატურის განცხადებაში.

ბადრი ბიწაძეს ბრალად ედება წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციაზე თავდასხმების ორგანიზება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები