კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც რადიკალიზმსა და ძალადობას აწყდებით, სამწუხაროდ, მსხვერპლიც არის

2 ივნისი, 2011

პრობლემა ის არის, რომ როცა რადიკალიმზს და ძალადობას აწყდებით, სამწუხაროდ, მსხვერპლიც არის, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევრონიუსთან“ საუბრისას, 26 მაისის ღამის მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ჟურნალისტ ალისტერ სენდფორდის შენიშვნაზე, რომ უფლებადამცველების განცხადებით, პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა, სააკაშვილმა უპასუხა - დარწმუნებულია, რომ პოლიციელები პროფესიულად მოქმედებდნენ.

„მისმინეთ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მოქმედება კანონიერი იყო. და თუ ვინმე ამბობს, რომ ძალას გადაამეტეს, ეს ძალიან რთული გადასამოწმებელია, _ ესეც ელჩის ნათქვამია. ყველაზე ნაკლებად მე მინდა ძალის გამოყენება. ჩვენ ღირსეული იურიდიული სისტემა მაქვს, პოლიციის მოდერნიზაიციას ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ უწინდელზე უფრო პროფესიულად მოქმედებდნენ. პრობლემა ის არის, რომ როცა რადიკალიმზს დაა ძალადობას აწყდებით, სამწუხაროდ, მსხვერპლიც არის. როცა დემონსტრანტების მანქანა პოლიციელებს გადაუვლის ისე, რომ კლავს და მძიმედ აშავებს გარშემომყოფებს, ვნებები მძაფრდება. ჩვენ ვდილობთ მათ დამშვიდებას, მაგრამ ცხადაია, რომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები