კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მურმან დუმბაძე გაცილებით უკეთ არის

2 ივნისი, 2011

„სახალხო კრების“ აჭარელი აქტივისტის მურმან დუმბაძის ადვოკატი მარეხ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ მურნამ დუმბაძე გაცილებით უკეთ არის, ვიდრე ორი დღის წინ იყო.

„ჩვენ ისევ ვითხოვთ მისთვის რენტგენის გადაღებას, რადგან ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა ნეკნები ჰქონდეს დაზიანებული. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ამჟამად გაცილებით უკეთ არის, ვიდრე ორი დღის წინ იყო. წამლებსაც აღარ სვამს. მასთან ექიმი შედის ხოლმე და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.

მურმან დუმბაძე სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით 26 მაისს, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა. პატიმარი თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. დაკავებულს თელავის იზოლატორში 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და დროულად ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები