თელავის იზოლატორიდან პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს
02.06.2011
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი მამუკა ჩალაბაშვილი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩალაბაშვილის ადვოკატმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, პატიმარი მაგრად არის ნაცემი და მას სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვს.
„მამუკა ჩალაბაშვილი 26 მაისს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის დროს იყო დაკავებული. მას საქალაქო სასამართლოს მიერ პოლიციის თანამშრომლებისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 30 დღის ვადით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მაგრად იყო ნაცემი, როგორც თავად აღნიშნა, სპეცრაზმელების მხრიდან. გარეგნულადაც აღენიშნებოდა დაზიანებები. იზოლატორში ავად გახდა და თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი თბილისში“, - აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას