10:58, Thursday, 23.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

03.06.2011

სოფო გეწაძე

1 ივნისს 23:30 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და 26 მაისს 00:15 საათზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. აქციასაც ასე ერქვა - 00:15. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მდუმარე აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნები არ გაჟღერებულა. „ეს აქცია აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური ფონისგან და ყველაფრისგან, რაც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ჩვენი შეკრების ერთადერთი მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი ძალადობისა და ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებისა“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

აქციაზე არა მხოლოდ 26 მაისის მოვლენებს გააპროტესტეს, არამედ დაგმეს 26 მაისის შემდგომ განვითარებული მოვლენებიც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ 26 მაისს საპროტესტო აქცია გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება პროტესტით ხვდება: „ამავე დროს, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს იმ მოვლენებზეც, რაც ხდება 26 მაისის შემდგომ. ამ ერთ კვირაში ათეულობით ადამიანია გაუჩინარებული. ადამიანებმა არ იციან, სად იმყოფებიან მათი ახლობლები და არ იციან, ვინ იქნება შემდეგი“.

ჯაბა ჯიშკარიანი, „მოძრაობა 7 ნოემბერი“:  „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ხელისუფლებას რაიმე ტიპის ძალადობა შევარჩინოთ. არ დავდუმდებით, რადგან დუმილი ნიშნავს შეგუებას. დუმილი ნიშნავს თანამონაწილეობას და ასევე დანაშულის გაზიარებას“.

ეკა ბესელია, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“: „ჩვენ გვინდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. თუ ერთობლივად ყველა არ დადგა ფეხზე და ყველას არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, შეუძლებელია, მოერიო არადემოკრატიულ რეჟიმს“.

ნანა კაკაბაძე, „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“: „დღევანდელი მდუმარე აქცია აქ დაღუპული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. ისინი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ბრძოლას შეეწირნენ“.

ნაზი ჯანეზაშვილი - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“: „დღევანდელი შეკრების მიზანია, გამოითქვას პროტესტი იმაზე, რაც მოხდა თბილისში 26 მაისს. დღეს სამოქალაქო საზოგადოება, უფლებათადამცველი ორგანიზაციების სახით, გამოხატავს პროტესტს იმ ქმედებების მიმართ”.

ზაქარია ქუცნაშვილი, ადვოკატი: „აქციის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე აქტიურმა ჯგუფმა, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობები ჰქვია, პროტესტის გამოხატვით დაანახოს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ დანაშაულს არ ვეგუებით, ჩვენ მოვითხოვთ ამ დანაშაულის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას“.

უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსთაველის გამზირის ძალადობის საწინააღმდეგო ზონად გამოცხადების ინიციატივით გამოვიდნენ. ორგანიზაციები დეკლარაციის შემუშავებას აპირებენ. როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი, არნოლდ სტეფანიანი აცხადებს, მომავალში არასამთავრობოები მოიწვევენ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს და შესთავაზებენ, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რომ არასოდეს გამოიყენებენ ძალისმიერ მეთოდებს პოლიტიკურ ბრძოლაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  პარლამენტის წინ სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილებს. მდუმარე აქციაზე წარმოდგენილი იყო 26 მაისს დაფიქსირებული ძალადობის ამსახველი ფოტოსურათები. აქციაში მონაწილეობდა 25-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საზოგადოებრივი დამცველი, სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო, კავშირი - 21-ე საუკუნე, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, კავკასიის ქალთა ქსელი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და სხვები.

რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დაშლა სპეცრაზმმა 26 მაისს, ღამის 12.15 საათზე დაიწყო. არასმათავრობოებიც დარბევიდან ერთი კვირის თავზე, სიმბოლურად იმავე დროს შეიკრიბნენ.


[1] 2
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC