კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამი დღეა, რაც კუდ-მა წინასწარ მომზადებული სიის მიხედვით დაპატიმრებები დაიწყო

3 ივნისი, 2011

„ინტერპრსნიუსის“ პრესის მიმოხილვიდან

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდ) დასაკავებელ ადამიანთა სია აქვს შედგენილი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სახალხო კრებასთან ან უშუალოდ მის ერთ-ერთ კომიტეტ „შეფიცულთა რაზმთან“.

ამის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“სტატიაში: „კუდ-მა წინასწარ მომზადებული სიებით დაპატიმრებები დაიწყო  "აი, თუნდაც ახლა, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ და თუ აღმოჩნდა, რომ მე და თქვენ კლასელები ვართ, თქვენც დაგაპატიმრებენ".

„რეზონანსის“ ინფორმაციით, სიაში რამდენიმე ათეული ადამიანია. „შეფიცულთა“ ხელმძღვანელმა გია ბურჯანაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - მისი თქმით, დაპატიმრებები უკვე სამი დღეა, მიმდინარეობს. უკვე დაკავებულთა ან დასაკავებელთა ნაწილს კი მხოლოდ სიმბოლური კავშირი ჰქონდა 21-26 მაისის აქციასთან.

„ვინც კი არის კომიტეტების სიებში, „შეფიცულებში“ ჩაწერილი, ყველას აკავებენ. ეს დღეს კი არ დაიწყეს, სამი დღეა, ასეთი დაკავებები მიდის. ტოტალურად მთელ საქართველოში იჭერენ მათ, ვინც სახალხო კრების ან „შეფიცულთა“ წევრები არიან. დღეს ამის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ. დაკითხვაზე კი არ იბარებენ ან წინასწარ კი არ აფრთხილებენ დაკავების შესახებ, ხალხის ასაყვანად ლამის სპეცოპერაციებს აწყობენ - რვა-ათი კაცი დაადგება თავს და ისე მიჰყავთ. რა ვუწოდო ამას, არც კი ვიცი. მიკვირს ამ ხალხის, ვინც ხედავს, როგორ აკავებენ მის მეზობელს, ის კი ჩუმად არის. არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროისთვის რამდენია დაკავებული სახალხო კრებისა და „შეფიცულების“ წევრთაგან. ყველა ოფისში არის აქტივისტებისა და ჩვეულებრივი წევრების სია. არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე ჩაეწერნენ პარტიაში და მერე აღარ გამოჩენილან. ანუ რაღაც პრობლემები გამოუჩნდათ და აღარ მოვიდნენ, სიაში კი დარჩნენ. ისიც მოგეხსენებათ, ხელისუფლებას უამრავი შემოგზავნილი აგენტები ჰყავდა აქ, ვინც აღრიცხავდა, ვინ და ვინ იყვნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოძრაობაში - ამის მიხედვით ხდება დაკავებები“, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ბურჯანაძე.

„გასაკვირი ამ ხელისუფლებისგან პრაქტიკულად არაფერია. რაც უნდა ბოროტი ჭორი გავრცელდეს ხელისუფალთა ქმედებებზე, ვერ მოიძიებთ ისეთ ადამიანს, რომელიც შეიცხადებს - ოჰ, ამას ისინი არ იკადრებდნენო. ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია უკადრებელს კადრულობენ, ამით ამაყობენ კიდეც და გულს იმაგრებენ იმით, რომ ხელისუფალთა მხოლოდ ასეთი ქცევა არის საქართველოსთვის წარმატების მომტანი. ეს პროცესი სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ტოტალური დასჯა მიდის, რითაც ირღვევა ადამიანი უფლებები“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

„შს სამინისტროს დასაჭერთა ე.წ. სპეცსიები რომ აქვს, ამის შესახებ „რეზონანსმა“ თავდაპირველად გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტ ზვიად თხელიძისგან შეიტყო - როგორც ჟურნალისტი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდა, ასეთ სიაში სრულიად შემთხვევით მისი პირადი მონაცემებიც აღმოჩნდა. დაკავებისას დიღმის სამმართველოში შეკითხვა, რომელიც მისი მისამართით გაისმა, იყო ასეთი: ხარ თუ არა „შეფიცულების“ წევრი? „მე რომ მიმიყვანეს სამმართველოში, მანახეს სია, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეყვანილი და მოისაზრებოდნენ „შეფიცულების“ ან „სახალხო კრების“ რიგებში. მეც ამ სიაში ვიყავი, საიდან - ვერაფერს გეტყვით. სიაში ყველა თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემებით იყო შეყვანილი. ძალიან ვწუხვარ ამ ადამიანებზე, რომლებიც სიაში არიან, როგორც ჩანს, მათ დააკავებენ“, - აცხადებს ზვიად თხელიძე, რომლის ვარაუდით, ის მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რომ პროფესიით ჟურნალისტია“, - წერს სტატიის ავტორი.

ახალი ამბები