კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯონ ბასი: „26 მაისის მოვლენებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას“

3 ივნისი, 2011

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯონ ბასმა განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მან მთავრობას „მწვანე შუქი აუნთო“ პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის.

„გავრცელდა ისეთი აზრი, თითქოს მე ჩემი განცხადებებით მწვანე შუქი მივეცი მთავრობას, რომ გადაედგა ის ნაბიჯი, რაც გადადგა. მინდა ავღნიშნო, რომ ამ ბრალდებებს მივიჩნევ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფსა და ადამიანს

„აღვნიშნავ, რომ აშშ მხარს უჭერს ამ ქვეყანას და არ უჭერს მხარს რაიმე კონკრეტულ ჯგუფს, პარტიას თუ კონკრეტულ პირს. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების განვითარებას და საარჩევნო სისტემით ცვლილებების განხორციელებას“, - აღნიშნა ჯონ ბასმა და ისიც დასძინა, რომ აქციების გამართვის უფლება ყველას აქვს, რაც კანონს არ უნდა არღვევდეს.

„რაც შეეხება აქციის დაშლას, ავღნიშნავ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ ადამიანების და მოქალაქეების უფლება, რომლებიც იმ მომენტში არ იღებენ მონაწილეობას ამ პროტესტის გამოხატვაში. ამ პროტესტის გამოხატვის უფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. თავის მხრივ მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. მთავრობამ შესთავაზა პროტესტის გამომხატველებს სხვა ნებისმიერი ადგილი, სადაც მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ დემონსტრაცია თუ გამოსვლა“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

ჯონ ბასის განცხადებით, 26 მაისის მოვლენებისას, ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას. ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ფაქტია ისიც, რომ პროტესტის გამომხატველთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი მოვლენების ძალადობრივ განვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად დაშლის დროს და მას შემდეგაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებას. მინდა აქ აღვნიშნო ის ფაქტები, რომელიც აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ, რაც ეხება ადამიანების ცემის ფაქტებს, როგორც უშუალოდ დემონსტრაციის დაშლის შემდეგ, ასევე დაკავების ადგილებში“, - განაცხადა ელჩმა და ისიც დასძინა, რომ ის შეწუხებულია იმ ადამიანების ბედით, რომელთა ადგისამყოფელი აქციის დაშლის შემდეგ გაურკვეველია.

„ნამდვილად შეწუხებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ არიან ადამიანები, ვისი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება, რომლის შედეგადაც დადგინდება სიმართლე. ასევე ავღნიშნავ იმასაც, რომ ეს ხელს შუწყობს მთავრობისადმი ნდობის ამაღლებას საზოგადოებაში“, - აღნიშნა ჯონ ბასმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები